დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დემაგოგიურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ
ავტორი:
2014/აგვისტო/03 15:00:02
არ ვაპირებ მიხეილ სააკაშვილის დემაგოგიურ განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ბეშუმში ჟურნალისტებს პრემიერმა განუცხადა, ყველამ პატივი უნდა სცეს სახელმწიფოს. მისივე თქმით, გამოძიების შედეგები განსაზღვრავს, ვინ არის დამნაშავე და ვინ - არა.
"ბევრს არ სჯეროდა, რომ მიხეილ სააკაშვილი წააგებდა, დამარცხდებოდა სამ არჩევნებში. მინდა გითხრათ და კიდევ ერთხელ გავიმეორო, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს სახელმწიფოს. ჩვენ გვაქვს ობიექტური, გამჭვირვალე გამოძიება და საჭიროა, ყველა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მე არ ვაპირებ მის აბსოლუტურად დემაგოგიურ და ტყუილ განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1210
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია