დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ნეტავ მქონდეს მილიონები, რომელსაც ჩემს საბანკო ანგარიშზე ეძებენ
ავტორი:
2014/აგვისტო/02 22:30:02
ნეტავ მქონდეს მილიონები, რომელსაც ჩემს საბანკო ანგარიშზე ეძებენ, მაგრამ ვაგლახ რომ არ მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებთან" ინტერვიუში განაცხადა, რითაც მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას გამოეხმაურა.
სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება წაუყენეს.
"მთელი პოლიცია ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ქექავს ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობას - დაწყებული მითიური საბანკო ანგარიშებიდან (ნეტავ სადღაც მქონდეს ეს მილიარდები, მაგრამ ვაგლახ რომ არ მაქვს), დამთავრებული სანდრას დამლაგებლის და ჩემი დაცვის თანამშრომლების დაკითხვით, მაგრამ ვერაფერი ვერ ამოქექეს და წამიყენეს წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, მას, როგორც ქართული სახელმწიფოს შემქმნელს რუსი ოლიგარქი ასამართლებს, რაც ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება.
"ჩვენ შევქმენით ქართული სახელმწიფო პირველად ათწლეულების განმავლობაში. დღეს საქართველოში რუსი ოლიგარქი, რომელიც მოვიდა რუსული ფულით, ასამართლებს ამ ქართული სახელმწიფოს შემქნელს. ეს ერთ-ერთ სამარცხვინო წერტილად დარჩება საქართველოს ისტორიაში", - აღნიშნა სააკაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია