დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია - სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახური რამდენიმე საქალაქო სამსახურად გაიყოფა
ავტორი:
2014/აგვისტო/02 16:30:02
სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახური რამდენიმე საქალაქო სამსახურად გაიყოფა. ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობის დასახელების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ-ერთი ძალიან დიდი სამსახური, სოციალური მომსახურების და კულტურის სამსახური გაიყოს რამდენიმე საქალაქო სამსახურად. აქედან გამომდინარე, მომდევნო კვირას, მას შემდეგ რაც დამტკიცდება თბილისის მთავრობის შემადგენლობა, ამ სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებით წინადადებები და გაყოფილი სამსახურის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატურები მომდევნო კვირას წარედგინება საკრებულოს", - განაცხადა ნარმანიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1126
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია