დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აზერბაიჯანის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები 16 აგვისტომდე გადაიდო
ავტორი:
2014/აგვისტო/01 19:00:02
აზერბაიჯანის მიერ საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები, რომელიც დღეს ამოქმედდა, 16 აგვისტომდე გადაიდო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ინგა კიკვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოსთან ერთად დაუკავშირდა აზერბაიჯანულ მხარეს და გადაწყდა, რომ შეზღუდვები 16 აგვისტომდე გადაწეულიყო. როგორც ინგა კიკვაძემ განმარტა, შეზღუდვები ეხება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ 2014 წლის იანვარში კანონში შესულ ცვლილებებს, რომელიც აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს ავტომანქანების მიმოსვლაზე. შეზღუდვა ეხება იმ ავტომანქანებს, რომლებიც არ აკმაყოფილებს "ევრო 4"-ის სტანდარტებს.
კიკვაძის თქმით, იმ შემთხვევაში, როდესაც მანქანა ამ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, მის მეპატრონეს საზღვრის გადაკვეთამდე შეუძლია დეპოზიტზე დადოს თანხა და ისე გადაკვეთოს საზღვარი ან ჰქონდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის გარანტია, რომ იქ მასთან მიდის სტუმრად და მალევე დატოვებს ქვეყანას. სხვა შემთხვევაში, 2014 წლის 16 აგვისტოს შემდეგ მანქანა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს "ევრო 4"-ის სტანდარტს, აზერბაიჯანის საზღვარს ვერ გადაკვეთს.
როგორც ინგა კიკვაძემ აღნიშნა, ეს კანონი აზერბაიჯანმა 2014 წლის იანვარში მიიღო და დღეს, 1-ელ აგვისტოს ამოქმედდა, მაგრამ იმის გამო, რომ მოსახლეობა ყოფილიყო ინფორმირებული, აქტიური კონსულტაციების შედეგად ორი კვირით შეზღუდვები გადავადდა.
ამასთან, როგორც საკონსულო დეპარტამენტის მოადგილე აღნიშნავს, ეს შეზღუდვა არანაირად არ უკავშირდება გუშინ, ბაქოში, საფეხბურთო მატჩის დროს მომხდარ ინციდენტს.
კითხვაზე, რატომ არ იყო აქამდე ინფორმირებული მოსახლეობა ამ შეზღუდვების შესახებ, ინგა კიკვაძემ განაცხადა, რომ როდის ამოქმედდებოდა ეს კანონი, ქართულმა მხარემ არ იცოდა. "კანონი არის შიდა სახელმწიფოებრივი დოკუმენტი, რომელიც ვრცელდება სახელმწიფოს შიგნით. კარგი იქნებოდა, რომ გვცოდნოდა და შეტყობინება გაკეთებულიყო, თუმცა საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულება, შიდა კანონმდებლობის სხვა ქვეყნების მიმართ გაცნობისა, ვერ გეტყვით, რომ ასეთი რამ არსებობდეს", - განაცხადა კიკვაძემ და დასძინა, რომ ასეთი შეზღუდვები მთელ მსოფლიოშია, ანალოგიურია თურქეთშიც და ეს ახალი არავისთვის არის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 857
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია