დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი 90-დღიდან 15 დღემდე შემცირდა
ავტორი:
2014/აგვისტო/01 16:30:02
ადმინისტრაციული პატიმრობის ზედა ზღვარი 90-დღიდან 15 დღემდე შემცირდა. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს და მის პირველ მოადგილეს შალვა შავგულიძეს ეკუთვნის.
კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა არ შეიძლება იყოს 15 დღეზე მეტი. შესაბამისი ცვლილება კოდექსის ყველა იმ მუხლში აისახა, სადაც ადმინისტრაციული პატიმრობის 15 დღეზე მეტხნიანი ვადაა განსაზღვრული.
ამავე ცვლილებებით, სამართალდამცავი ვალდებული ხდება, ადმინისტრაციული დაკავებისას პირს დაკავების მიზეზი და მისი უფლებები დაკავებისთანავე განუმარტოს. სადღეისოდ, სამართალდამრღვევი პირისთვის დაკავებისთანავე უფლებების განმარტების ვალდებულებას "ადმინისტრაციული სამართალდარღვეთა კოდექსი" არ ითვალისწინებს. განმარტება მას სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ეძლევა, ხოლო დაკავებიდან ოქმის შედგენამდე, როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, შეიძლება საკმაოდ დიდი დრო გავიდეს.
კიდევ ერთი ცვლილება არის ის, რომ სასამართლო ვალდებული ხდება, ნარკოტიკებთან, ხულიგნობასთან, სამართალდამცავებისადმი დაუმორჩილოებლობასთან დაკავშირებული საქმის განხილვა დაუყონებლივ – სამართალდარღვევის ოქმისა და საქმის მასალების მიღებითანავე დაიწყოს. საქმის განხილვის დასრულებისთვის კი მას სამდღიანი ვადა ექნება, ერთი დღე-ღამის ნაცვლად.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია