დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უშიშროების საბჭოს სხდომას გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობს
ავტორი:
2014/აგვისტო/01 16:00:02
მთავრობის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პირველად ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი; სხდომაში მონაწილეობს მუდმივმოქმედი წევრებიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
სხდომას არ ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე.
კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, სხდომაზე წარმოდგენილია პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და რამდენიმე მოწვეული სტუმარი – ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სეისაშვილი და ნატო-ში საქართველოს ელჩი ლევან დოლიძე.
რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, უშიშროების საბჭო ნატო-ს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაობის შესახებ ინფორმაციას მოისმენს, ასევე განიხილავს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მომავალი წლიდან ქართული კონტიგენტის შემცირების საკითხს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია