დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით საგანელიძე ვარაუდობს, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევნების პირველივე ტურში 60-70%-ით გაიმარჯვებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 23:00:03
კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის უფროსი დავით საგანელიძე ვარაუდობს , რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევნების პირველივე ტურში 60-70%-ით გაიმარჯვებს.
როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი გამარჯვებას არჩევნების პირველივე ტურში მოიპოვებს.
დავით საგანელიძე საპრეზიდენტო არჩევნებზე არა თუ ყველა რეგიონის, არამედ ყველა რაიონის მოგებას ვარაუდობს.
რაც შეეხება მოსალოდნელ პროცენტულ მაჩვენებლებს, დეპუტატის თქმით, მისთვის უფრო მაღალი პროცენტი ფალსიფიკაციასთან ასოცირდება და ფიქრობს, რომ 60-70% ის ციფრია, რომელიც პირველი ტურის შედეგად დაფიქსირდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1277
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია