დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოზარ სუბარი - ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შემცველ საქმეებზე მუშაობა დაჩქარდება
ავტორი:
2014/აგვისტო/01 14:00:02
სასჯელაღსრულების და პრობაციის ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შემცველ საქმეებზე მუშაობა დაჩქარდება. შესაბამის საკითხზე მედიასთან განცხადება სუბარმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშის კონტექსში გააკეთა.
"ადამიანის უფლებათა კომიტეტმა წელს პირველად აღნიშნა ის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ციხეებში დაფიქსირდა. ჩვენი სახელმწიფოს მიმართ მთავარი შენიშვნა არის ის, რომ დაჩქარდეს იმ საქმეების გამოძიება, რომლებიც სისტემურ ხასიათს ატარებდნენ და რომლებიც ხდებოდა ციხეში - ეს იყო მკვლელობები, ადამიანების წამება და ა.შ. პროკურატურა სერიოზულად მუშაობს, ამ მიმართულებით უზარმაზარი ნაბიჯია გადადგმული და ეს ნაბიჯები კიდევ უფრო დაჩქარდება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტი შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოში ზოგიერთი გამოძიება ჯერ კიდევ დაუსრულებელია. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებულ ძირითად შენიშვნებში. ანგარიშში ჩამოთვლილია რამდენიმე საქმე:
"ა) თბილისის N 5 ციხის ბუნტის დროს, სამართალდამცავების და/ან ციხის ოფიცრების მიერ 2006 წლის მარტში, გადაჭარბებული ძალის გამოყენებაზე; ბ) პატიმრებთან არასათანადო მოპყრობაზე თბილისის გლდანის ციხეში, ქსნის მეთხუთმეტე საპყრობილეში, ქუთაისის მეორე, რუსთავის მეექვსე და ზუგდიდის მეოთხე ციხეებში; გ) 2007 წლის 7 ნოემბერს, 2009 წლის 15 ივნისს და 2011 წლის 3 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაზე; ასევე, ინციდენტებზე მერეთში (2012 წლის 26 ივნისი), კარალეთში (2012 წლის 12 ივლისი), როდესაც ჟურნალისტები ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყვეს", - აღნიშნულია ანგარიშში.
კომიტეტი ასევე შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ წამებისა და არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ ბრალდებებს იძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების) მიხედვით და არა სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის პირველი პარაგრაფის (წამების), ამავე მუხლის მესამე პარაგრაფის (არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის) მიხედვით.
"მმართველია პარტია ვალდებულია ჩამოაყალიბოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო კანონდარღვევების, მათ შორის, პოლიციისა და სხვა სამართალდამცავების მიერ წამების, არაჰუმანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის გამოსაძიებლად, ბოლომდე მიიყვანოს ეს გამოძიებები ნებისმიერი გაუმართლებელი შეფერხების გარეშე, გაასამართლოს დამნაშავეები და დამნაშავეებად ცნობის შემთხვევაში, მათი ქმედებების სიმძიმის შესაბამისი სანქციები დაუწესოს მათ და მსხვერპლები ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 920
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია