დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მამუკა მდინარაძე - როცა მიხეილ სააკაშვილი მეგობარი გოგოების აქეთ-იქით სატარებლად სახელმწიფოს ფულით „სუპერ პუმებს“ ყიდულობდა, მაშინ არანაირი კითხვა არ დასმულა
ავტორი:
2017/აგვისტო/31 16:30:02
{ "context": "http://schema.org", "type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-08-31 12:25:56", "headline" : "მამუკა მდინარაძე - როცა მიხეილ სააკაშვილი მეგობარი გოგოების აქეთ-იქით სატარებლად სახელმწიფოს ფულით „სუპერ პუმებს“ ყიდულობდა, მაშინ არანაირი კითხვა არ დასმულა", "image" : "//photo.interpressnews.ge/img/image27/9b094772c447ffde7bb3111a3b800be4.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "მამუკა მდინარაძე - როცა მიხეილ სააკაშვილი მეგობარი გოგოების აქეთ-იქით სატარებლად სახელმწიფოს ფულით „სუპერ პუმებს“ ყიდულობდა, მაშინ არანაირი კითხვა არ დასმულა" } როცა ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მეგობარი გოგოების აქეთ-იქით სატარებლად სახელმწიფოს ფულით „სუპერ პუმებს“ ყიდულობდა, მაშინ არანაირი კითხვა არ დასმულა, - ამის შესახებ ”ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, როგორც მინიმუმ ძალიან უხერხულია, როდესაც ცდილობენ აბსურდში დაარწმუნონ ხალხი იმ ადამიანთან დაკავშირებით, რომელსაც ამ ქვეყანაში რამდენიმე მილიარდი აქვს ქველმოქმედებაში დახარჯული.

”გასაგებია, რომ არსებობს პარტიული მიზნები, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი - როცა მათი პარტიის ლიდერი სააკაშვილი მეგობარი გოგოების აქეთ-იქით სატარებლად სახელმწიფოს ფულით „სუპერ პუმებს“ ყიდულობდა, მაშინ არანაირი კითხვა არ დასმულა, სამაგიეროდ დღეს ისმება კითხვა: რატომ არ ერთვება სამაშველო ოპერაციაში კერძო საკუთრებაში არსებული სამგზავრო ვერტმფრენი, რომელსაც, როგორც ირკვევა, მსგავსი სამაშველო ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა არ გააჩნია. ამაზე მგონი კომენტარიც კი ზედმეტია. საბედნიეროდ ასეთ მიდგომებზე საზოგადოებას ყოველთვის სწორი დასკვნები გამოაქვს”, - განაცხადა მდინარაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 829
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია