დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კეტრინ ეშტონი და შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
2014/ივლისი/31 15:30:02
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი და გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი, შტეფან ფულე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის , მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
კეტრინ ეშტონი და შტეფან ფულე წერილობით განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამენ სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით და ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებენ თავი დააღწიონ წარსულში არსებულ კონფლიქტებს და ძირითადი ყურადღება ქვეყნის მომავლისკენ მიმართონ.
"ინტერპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
,,ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მოვლენებს და შეშფოთებულნი ვართ საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართალებრივი დევნის გამო. კანონზე მაღლა არავინ დგას, თუმცა საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, პროპორციული, პოლიტიკური მიზნებისგან თავისუფალი და წარიმართოს კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო გარანტიების მკაცრი დაცვით. ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ყოფილი მთავრობისა და დღევანდელი ოპოზიის წევრების მიმართ სისხლის სამართლის ამ და სხვა საქმეების მიმდინარეობას.
ევროკავშირი შეახსენებს საზოგადოებას, რომ ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის", რომლის რატიფიცირება საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ ორი კვირის წინ მოახდინა, ავალდებულებს საქართველოს, დაიცვას საერთო ღირებულებები, კანონის უზენაესობისა და სწორი მმართველობის პრინციპების ჩათვლით. მოვუწოდებთ ქართული პოლიტიკის მონაწილე ყველა მხარეს, თავი დააღწიონ წარსულში არსებულ კონფლიქტებს და ძირითადი ყურადღება ქვეყნის მომავლისკენ მიმართონ. საქართველოს წინაშე დიდი გამოწვევებია და მათთან გამკლავებას სჭირდება ხელმძღვანელობა, რომელიც იყურება წინ და მზადაა, დაამსხვრიოს პოლარიზებული პოლიტიკის ჩარჩოები", - აღნიშნულია განცხადებაში.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1062
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია