დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რიგგარეშე სესია საკომიტეტო დარბაზში გაიმართება
ავტორი:
2014/ივლისი/31 14:30:02
პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, რიგგარეშე სესია საკომიტეტო დარბაზში ჩატარდება, რადგან აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა და მისი შეკეთება მიმდინარეობს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუკი დღეს აპარატურის შეკეთება ვერ მოხერხდება, მაშინ კენჭისყრა ტრადიციული და ბევრად უფრო საიმედო მეთოდით ჩატარდება.
,,იმის გამო, რომ სხდომათა დარბაზში ელექტრონული ტექნიკა მწყობრიდან გამოვიდა, სანამ მოხდება მისი შეკეთება ჩვენ გადავწყვიტეთ მუშაობა გავაგრძელოთ სხვა გარემოში. ამის თაობაზე იყო კონსულტაციები პოლიტიკურ დონეზე და ტექნიკურ დონეზეც. პარლამენტი უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას და ვიმუშავებთ იმ დარბაზიდან, რომელშიც კომიტეტები მუშაობენ. კენჭისყრებისთვის ჩვენ გადავინაცვლებთ სხდომათა დარბაზში და ამ დროისთვის თუკი აპარატურა მწყობრში არ ჩადგება კენჭისყრა ჩატარდება სხვა უფრო ტრადიციული და ზოგჯერ უფრო საიმედო მეთოდებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 999
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია