დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"კავკასიური სახლი" პროექტის "რეგიონული თანამშრომლობა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის" განხორციელებას იწყებს
ავტორი:
2014/თებერვალი/04 20:30:03
"კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი — კავკასიური სახლი" პროექტის "რეგიონული თანამშრომლობა მშვიდობისა და სტაბილურობისათვის" განხორციელებას იწყებს.
პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების უნარიანობა, მოაგვაროს რეგიონული კონფლიქტები და შექმნას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ახალგაზრდა პროფესიონალების თანამშრომლობის პლატფორმა.
პროექტის ფარგლებში 5–11 თებერვალს ჩატარდება სასწავლო და დიალოგის შეხვედრები, რომელშიც მონაწილებას მიიღებენ ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქი ახალგაზრდა მკვლევარები, ანალიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები. მონაწილეები შეხვდებიან როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს.
11 თებერვალს, 18:00 საათზე, პროექტის დასკვნითი ნაწილის ფარგლებში კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიურ სახლში ჩატარდება საჯარო დისკუსია, სადაც მონაწილეები წარმოადგენენ საკუთარ ხედვებს რეგიონალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით და უპასუხებენ აუდიტორიის შეკითხვებს.
პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფლიქტის პრევენციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია