დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს ატლანტიკური საბჭო მთავრობას სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტის დანერგვის რეკომენდაციას აძლევს
ავტორი:
2014/ივლისი/30 13:30:02
საქართველოს ატლანტიკური საბჭო თავდაცვის სექტორში "ზედმეტად ცენტრალიზებული მართვის პრაქტიკაზე" საუბრობს და მიიჩნევს , რომ ეს ეფექტურობას და დასახული მიზნების მიღწევას ართულებს.
აღნიშნულის კონტექსტში საქართველოს ატლანტიკური საბჭო თავდაცვის სამინისტროს არაერთი რეკომენდაციით მიმართავს, რომელზეც ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის შესახებ ახალ ანგარიშშია საუბარი.
"იმისთვის, რომ შეიცვალოს ზედმეტად ცენტრალიზებული მართვის პრა ქტიკა თავდაცვის სექტორში, რომელიც ამცირებს ეფექტურობასა და ართულებს დასახული მიზნების მიღწევას, თავდაცვის სამინისტრომ უნდა დააჩქაროს გადაწყვეტილებების მიღების დეცენტრალიზაციის პროცესი თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის პროცესების შემდგომი ინსტიტუციონალიზაციის მეშვეობით. სრულად უნდა ამოქმედდეს გადაწყვეტილების მიმღები საბჭო, მართვის ჯგუფი და დამხმარე სამუშაო ჯგუფები", - ნათქვამია ანგარიშში.
კიდევ ერთი რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის თავდაცვის სამინისტროში უნდა დანერგოს სახელმწიფო მდივნის ინსტიტუტი.
"სახელმწიფო მდივანი უნდა იყოს კარიერული საჯარო სამსახურის უმაღლესი თანამდებობის პირი სამთავრობო უწყებაში, რომელიც მართავს ამ უწყების მუშაობას. სახელმწიფო მდივნის მიერ მართვის დამოუკიდებლად და პოლიტიკურად მიუკერძოებლად განხორციელების გარანტირება უნდა მოხდეს მისი განსაზღვრული ვადით დანიშვნით", - მიიჩნევს საქართველოს ატლანტიკური საბჭო.
რეკომენდაციებს შორისაა თავდაცვის სექტორის სახელმძღვანელო დოკუმენტების, თავდაცვის პრიორიტეტებისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების სათანადო იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით მეტი ძალისხმევის გამოჩენა პერსონალის შესაძლებლობების გასაზრდელად სამხედრო განათლების, წვრთნისა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სისტემების შემდგომი განვითარებისა და სინქრონიზაციის საშუალებით.
საერთო ჯამში საქართველოს ატლანტიკური საბჭო თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ათეული რეკომენდაციით მიმართავს.
ანგარიშის "საქართველოს უსაფრთხოების სექტორის მიმოხილვის პროექტი" პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართა. პროექტი USAID-ის მხარდაჭერით განხორციელდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია