დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტის მრჩეველი ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/29 14:30:02
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი საქართველოში სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა სომხურ ეკლესიის პრობლემები და ეროვნულ უმცირესობაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. სოფიო შამანიდმა ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან 19 ივლისს სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზეც იმსჯელა. მხარეებმა ძალადობა დაგმეს და იმედი გამოთქვეს, რომ გამოძიება მალე დასრულდება.
შეხვედრისას შემდგომი ურთიერთობის პერსპექტივაც განიხილეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია