დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კალაძემ "ტაივანჩიკასთან" გადაღებულ მის ფოტოზე განმარტება გააკეთა
ავტორი:
2014/ივლისი/25 18:30:02
როდესაც ადამიანი მოდის და ფოტოს გადაღებას გთხოვს, ცოტა უხერხულია დაუსვა კითხვა, თუ რა საქმიანობით არის დაკავებული , - ასე ახსნა ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ კანონიერ ქურდთან გადაღებული მისი ფოტოს წარმომავლობა.
აღნიშნული ფოტო პრემიერ-მინისტრს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა მთავრობის ახალ შემადგენლობასთან შეხვედრაზე წარუდგინა.
"ამ სურათზე ხომ ვერ ამოიცნობთ თქვენი მთავრობის წევრს, ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს, რომელიც არის კანონიერ ქურდ ტაივანჩიკასთან?", - მიმართა მან ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა კითხვაზე პასუხის გაცემა თავად კახი კალაძემ ისურვა.
"მოგეხსენებათ, ჩემი წარსული ცხოვრების შესახებ, მე სპორტში ვიყავი მთელი ცხოვრება. წარმატებული სპორტსმენი ვიყავი, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული. ალბათ, გოგაც [ხაჩიძე] ნატრობდა ავტოგრაფს, მაგრამ, გოგა, ეს რომ დასრულდება ფოტო გადავიღოთ ერთად, არ იქნება პრობლემა, "სელფიც" თუ გინდა. ასე რომ, ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს გადაღებული ფოტო", - განაცხადა კალაძემ.
ამის შემდეგ კახა კალაძესთან გოგა ხაჩიძე მივიდა და მათ ე.წ. სელფი გადაიღეს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1015
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია