დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ჩიორა თაქთაქიშვილი - დავით ონოფრიშვილის განცხადება, თითქოს დეპუტატის ხელფასი 1 600 ლარია, სიცრუეა
ავტორი:
2014/ივლისი/24 20:30:02
საპარლამენტო უმცირესობის წევრ ჩიორა თაქთაქიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილის განცხადება, თითქოს დეპუტატის ხელფასი 1 600 ლარია, სიცრუეა, - ამის შესახებ ჩიორა თაქთაქიშვილი "„Facebook“-ში საკუთარ გვერდზე წერს.
"დისკუსიაა პარლამენტში ხელფასების თაობაზე. ზაქარია ქუცნაშვილი ითხოვს ხელფასის მომატებას, დატვირთული გრაფიკი გვაქვსო. გაინტერესებთ, რამდენია პარლამენტის წევრის ხელფასი? ბატონმა დავით ონოფრიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ დეპუტატის ხელფასია 1600 ლარი და პარლამენტში პრემიები არ გაიცემა. ვინმეს სჯერა, რომ პარლამენტის წევრები მხოლოდ 1600 ლარს იღებენ? ეს არის უბრალოდ ტყუილი! ფაქტია, რომ დღეს დამერიცხა პარლამენტის წევრის ხელფასი, სულ 3444 ლარი. ასე იყო შარშანაც, რა არის აქ დასამალი?! შესაბამისად, მაქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაციაც და შეგიძლიათ შეამოწმოთ. ბატონ ონოფრიშვილს ჯერ არ აქვს შევსებული 2013 წლის დეკლარაცია, თორემ ძალიან ადვილი შესამოწმებელია, რომ მას ჩემზე მეტი ხელფასი ერიცხება ყოველთვიურად პარლამენტიდან. ის კი გვიმტკიცებს, რომ მხოლოდ 1600 ლარს იღებენ დეპუტატები. უბრალოდ, სირცხვილია", - აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დღეს პარლამენტში განხილვებისას დაინტერესდა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით არის თუ არა გათვალისწინებული პარლამენტის წევრის ხელფასის ზრდა, ვინაიდან, მისი თქმით, სახელისუფლებო ვერტიკალში ყველაზე დაბალი ხელფასი დეპუტატებს აქვთ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1126
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია