დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორი ხელშეუხებლობის იმუნიტეტით ისარგებლებს
ავტორი:
2014/ივლისი/24 14:00:02
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორი ხელშეუხებლობის იმუნიტეტით ისარგებლებს. იცვლება მისი თანამდებობაზე დანიშვის წესიც.
დღეს ინსპექტორს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია ხმათა უმრავლესობით ირჩევს და შერჩეულ კანდიდატურას დასამტკიცებლად პრემიერს წარუდგენს. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით კი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის დამტკიცება პარლამენტის პრეროგატივა ხდება – პრემიერ-მინისტრი პარლამენტს სამ კანდიდატს წარუდგენს და აქედან ერთს პარლამენტი ხმათა უმრავლესობით აირჩევს. ინსპექტორის არჩევა სამი წლის ვადით მოხდება.
ამასთან, ინსპექტორი ხელშეუხებელი ხდება - დაუშვებელი იქნება მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი გაჩხრეკა პარლამენტის თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი თანხმობას არ მისცემს, დაკავებული ან დაპატიმრებული ინსპექტორი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა. ცვლილებების ავტორი თავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია