დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/ივლისი/23 15:00:02
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული სავაჭრო და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. მისივე განმარტებით, ყურადღება ბიზნესწრეებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობასა და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზეც გამახვილდა.
"დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოსახლეობის, მცირე და საშუალო საწარმოების ინფორმირებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხაზი გაესვა იმას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, იგივე სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი რეფორმების წარმატებულობის ხაზი გადის სწორედ მოსახლეობის სათანადო ინფორმირებასა და შესაბამისად, მოსახლეობის მხარდაჭერაზე. ამ მიმართულებით ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზეც, იმ პროექტებზე, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს. ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ საინტერესო ინიციატივები, კონკრეტული იდეები. ჩვენ გადავდივართ აქტიურ თანამშრომლობაზე ამ პროექტების განსახორციელებლად", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრის მონაწილე ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენლის, ირაკლი ქობალიას განცხადებით კი, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.
"შეხვედრაზე მოწვეული იყო ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობენ ასოცირების შეთანხმებაზე ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის მიმართულებით. მოხდა ინფორმაციის გაცვლა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ორგანიზაციას რა გეგმები აქვს აღნიშნული კუთხით. ისინი სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავენ. შეხვედრის არსი იყო ინფორმაციის გაცვლა, რომ ერთობლივი მუშაობა იყოს კოორდინირებული და უფრო ეფექტური", - აღნიშნა ირაკლი ქობალიამ.
პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრას 12 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყო "კონრად ადენაურის ფონდი", "ფრიდრიხ ებერტის ფონდი", "ევრაზიის ფონდი", "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი", "ღია საზოგადოება - საქართველო", ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 938
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია