დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი აბაშიშვილთან ერთად ცხინვალიდან დევნილმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის ვიდეო-ჩანაწერი გააკეთეს
ავტორი:
2017/აგვისტო/22 07:30:02
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან ერთად ცხინვალიდან დევნილმა ახალგაზრდებმა კონსტიტუციის ვიდეო-ჩანაწერი გააკეთეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ გზით ურეკის საზაფხულო სკოლის მოსწავლეები პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური პროექტის "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად" მონაწილეები გახდნენ.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზაფხულო სკოლებში ახალგაზრდები მსჯელობენ ისეთი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის საკითხზე, რომელიც მაქსიმალურად თავისუფალია კონფლიქტებისგან და სადაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა ძალიან მაღალია.

„ახალგაზრდები მსჯელობენ ისეთი ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის საკითხზე, რომელიც იქნება მაქსიმალურად თავისუფალი კონფლიქტებისგან, სადაც მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იქნება განსაკუთრებით მაღალი, ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ კამპანიაში "წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საზაფხულო სკოლა "მოსწავლეთა სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობისათვის" პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით ხორციელდება, რომელიც 2008 წლის ომის შედეგად დევნილ მოზარდებსა და ომის ვეტერანთა შვილებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრენინგები და სემინარები მოსწავლეთა სამოქალაქო განათლების და ჩართულობისათვის, კულტურული, შემოქმედებითი და სპორტული ღონისძიებები.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 736
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია