დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი ქნესეთში სიტყვით გამოვა
ავტორი:
2014/ივლისი/22 16:00:02
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქნესეთის ტრიბუნიდან მისასალმებელი სიტყვით ისრაელის პარლამენტის წევრებს და ხალხს მიმართავს.
ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი შეხვედრებს გამართავს ისრაელის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, ქნესეთის თავმჯდომარე იული-იოელ ედელშტეინთან და ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ავრაჰამ მიქაელთან.
შეხვედრა გაიმართება ისრაელის ახალარჩეულ პრეზიდენტ რეუვენ რივლინთან, ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზეევ ელკინთან და ოპოზიციის ხელმძღვანელ ისააკ ჰერცოგთან.
ოფიციალური შეხვედრების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს "იად ვაშემს" გვირგვინით შეამკობს.
ყველა ეს ღონისძიება 23 ივლისს გაიმართება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეც ეწვევა.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1100
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია