დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო შეღავათიან ფასად წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:10:02
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტი დაასრულა, სადაც ნავთობსადენის შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის პროექტის განვითარების ფარგლებში, ბუნებრივი აირის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრო. შაჰ-დენიზის მე-2 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოება, რათა მოხდეს თურქეთის მიმართულებით წლიურად დამატებით 16 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდება. დაგეგმილია პარალელური მილსადენის მშენებლობა - 387 კმ აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ საქართველოს ტერიტორიაზე. 2 დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში. სამუშაოებში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, მათ შორის 400 მლნ დოლარამდე საქართველოსთვის შეძენილ საქონელსა და მომსახურებაზე დაიხარჯება. მშენებლობის პიკის პერიოდში ქვეყანაში დაახლოებით 2000, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში დაახლოებით 125 ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან, საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით გადაიზიდება დაახლოებით 350 000 ტონა სამშენებლო ტვირთი და მასალები. არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული გაზის 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც მილსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს შეადგენს. საბადოს რეზერვი დაახლოებით 1 ტრილიონი კუბური მეტრია. საბადოზე გაზისა და გაზის კონდენსანტის მოპოვება დაიწყო 2006 წელს. საბადოს პირველი ფაზის განვითარებაზე 6 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საბადოს მეორე ფაზა 28 მილიარდი დოლარად არის შეფასებული, საიდანაც „სოკარმა“ უნდა დაფაროს 2,8 მილიარდი დოლარი (10%); მეორე ფაზიდან ამოსაღები გაზის სავარაუდო მოცულობაა 25 მილიარდი კუბ მეტრი გაზი წელიწადში. დღემდე საბადოდან 43 მლრდ კუბური მეტრი გაზია ამოღებული. კახა კალაძე ბაქოში სამუშაო ვიზიტით 18-19 სექტემბერს იმყოფებოდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია