დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი სესიაშვილი - პრემიერ-მინისტრმა უკეთ იცის რომელ სამინისტროშია საჭირო ახალი სისხლი
ავტორი:
2014/ივლისი/21 14:00:02
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებს ბუნებრივ პროცესს უწოდებს.
როგორც ირაკლი სესიაშვილმა ბათუმში მიმდინარე საპარლამენტო კონფერენციის დროს ჟურნალისტებს განუცხადა, "პრემიერ-მინისტრმა უკეთ იცის რომელ სამინისტროშია საჭირო ახალი სისხლი".
მისივე განმარტებით, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ მთელი რიგი გამოწვევებია ქვეყნის წინაშე და პრემიერმა გადაწყვეტილება აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო.
"მინისტრთა კაბინეტის გადახალისება ბუნებრივი პროცესია, თავისთავად ცხადია, რომ პრემიერმა უკეთ იცის რომელ სამინისტროშია საჭირო ახალი სისხლი, ახალი ენერგია, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა და მთელი რიგი გამოწვევებია ქვეყნის წინაშე. ამიტომ, პრემიერმა ეს გადაწყვეტილება მიიღო სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით. მე ყოფილ მინისტრებს მადლობას ვუხდი თავიანთი საქმიანობისთვის და ახლებს წარმატებებს ვუსურვებს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შვიდი მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ. აქედან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პოსტს დაიკავებს, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1220
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია