დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ნარმანია კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/03 22:30:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ტასოს მიცოპულოსისს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თავის მხრივ კი, კვიპროსელმა სტუმრებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის დეტალებსა და ფორმებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
დღესვე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კვიპროსის დელეგაციამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და სამ დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრებს გამართავს, ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებში.
კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში 6 თებერვალს დასრულდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია