დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი
ავტორი:
2014/ივლისი/20 10:30:02
ბიძინა ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ზე ციურიხიდან ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილმა რუსულ პროპაგანდაზე და საკუთარი თანაგუნდელების დაკავებაზეც ისაუბრა.
"ივანიშვილი არის რუსი ოლიგარქი. მისი აზრით, დაჭერები არის ოპოზიციის განადგურების წამალი. საქმე, თუ არ არის უნდა მოიგონო. დღეს როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა? დღეს მთელი რუსეთი დარწმუნებულია, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს ამერიკელებმა, პუტინის თვითმფრინავი გადიოდა სადღაც 700 კილომეტრში, იმას დაუმიზნეს, შემთხვევით ააცილეს და მალაიზიურ თვითმფრინავს მოხვდა. ამაში დარწმუნებულია მთელი რუსეთი, ისევე როგორც დაარწმუნეს საზოგადოების რაღაც ნაწილი იმაში, რომ ჩვენ ხალხს ვაუპატიურებდით, რომ მე და ჩემმა მეგობრებმა თურმე მილიარდები სადღაც გავფლანგეთ. ძალიან მაინტერესებს სად არის ეს მილიარდები, იმიტომ რომ თვითონაც დაიჯერეს, რადგან ვანო მერაბიშვილს ეკითხებოდნენ მიშას ანგარიში მოგვეციო. დაიჯერეს, რომ მართლა ბავშვებს ვჭამდით. შეიძლება რაღაცაზე გაგვაკრიტიკონ, მაგრამ საამაყოც ძალიან ბევრია. ასეთი პროპაგანდა მიდის, ამის ფონზე მიდის ვითომ ხალხის სახელით პროცესები", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას, მას ვერც ერთ საქმეზე ვერ გამოუტანეს გამამტყუნებელი განაჩენი.
"არსად, ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში არ შეიძლება ამდენი ხანი ადამიანი გყავდეს ციხეში და რამდენიმე გამართლება ჰქონდეს, არსად ასეთი პრეცედენტი არ არსებობს. არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ქალაქის ყოფილი მერი და საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე აეროპორტში დააკავო იმავე რამეზე, რაზეც ორი დღის წინ იმავე სასამართლომ გაუშვა. ეს არის იურიდიული მეცნიერების ანი და ბანი.
ფაქტია, რომ ზურაბ ჟვანიას ამბავზე, ექსპერტი, რომელიც გულმხურვალე მხარდაჭერი იყო "ქოცების", ციხეში მძევლად ჰყავთ აყვანილი და ძალიან მძიმედ არის ავად. ეუბნებიან ან გადათქვი ჩვენება, ან სხვა ექსპერტებს ეუბნებიან დაწერეთ, რომ ეს იყო მკვლელობა თუ არადა თქვენც დაგიჭერთ. დაცვის უფროსი ყავთ ციხეში და არ იციან რატომ. მათი სამიზნეა ჩემზე სისხლის სამართლის აღძვრა" , - განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 946
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია