დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება
ავტორი:
2014/ივლისი/19 22:30:02
უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებას ეკისრება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "რუსთავი2"-ზე ციურიხიდან ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ის რაც უკრაინაში მოხდა დიდი ტრაგედიაა.
"ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ტერორისტებს მისცეს ფორმალურად რუსული საზენიტო კომპლექსი. ადრე გადასცემდნენ "იგლას", "სტრელას", ეს არის მხარზე დასადგამი, რომელიც არტყას 3-4 კილომეტრზე, მაგრამ "ბუკის" ტიპის კომპლექსი, რომელიც არის ძალიან დახვეწილი კომპლექსი რომ ვიღაცამ გადასცეს მეორე ქვეყანაში საბრძოლო მოქმედებისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში. ეს არის ლეგალიზებული ტერორიზმი", - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ევროპას შეუძლია შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა.
"ევროპას შეუძლია შეწყვიტოს ტექნოლოგიების მიწოდება ნავთობისთვის, გაზისთვის, რადგან რუსეთის არის ერთი დიდი ბენზინგასამართი სადგომი ეკონომიკურად. თუ ამ შემოსავალს ვეღარ მიიღებს, მაშინ ცუდად წაუვა საქმე. ევროპას შეუძლია საბოლოო ჯამში გაუყინოს სავალუტო რეზერვები. საინტერესოა, შემოიღოს ამერიკამ სანქციები "გაზპრომზე". "გაზპრომის" აქციები დაეცა ისტორიულ მინიმუმამდე. ხომ არ იცით, ვინ დაზარალდა ყველაზე მეტად? ბიძინა ივანიშვილი. ის არის რუსეთის "გაზპრომის" მთავარი კერძო აქციონერი, ეს არის პირდაპირ ინტერესთა კონფლიქტი. საქართველოს ინტერესებშია, რომ რუსეთი დასუსტდეს, მაგრამ საქართველოს ფაქტობრივი მმართველის პირადი ქონებრივი მდგომარეობა არის ჩამოკიდებული "გაზპრომის" გაძლიერებაზე. ეს არის ცუდი ამბავი ივანიშვილისთვის, ეს მის ჯიბეს ურტყამს მძიმედ. მას აქვს საბანკო ინეტრესები იქ, სადაც ამერიკამ დააწესა სანქციები", - განაცხადა სააკაშვილმა.
დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ გრაბოვოში 17 ივლისს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ჩამოვარდა, რომლის ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 896
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია