დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/ივლისი/15 21:00:02
საგარეო საქმეთა სამინისტროში ხვალ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში მხარეები განიხილავენ მოლაპარაკებების ორივე ჯგუფთან დაკავშირებულ საკითხებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
"ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 994
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია