დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - 2017 წელს გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა
ავტორი:
2017/დეკემბერი/31 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/margvelashvili-armia.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/471487-giorgi-margvelashvili-2017-tsels-gvitsevda-prezidentis-institutis-da-sakhelmtsifo-institutebis-dacva.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - 2017 წელს გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა ", "datePublished": "2017-12-31 09:49:32", "dateModified": "2017-12-31 09:49:32", "description": "2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლებაზე, რომელიც გულისხმობს იმის გააზრებ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/margvelashvili-armia.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } 2018 წელი თავისუფლების წლად გამოვაცხადე და მინდა, რომ თავისუფლებაზე, რომელიც გულისხმობს იმის გააზრებას, რა უნდა ვაკეთოთ, ამ ძირითადზე შევთანხმდეთ და ამ ძირითადისკენ ვიმოძრაოთ უფრო გაერთიანებულად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრეზიდენტმა გასული წლის შეფასებისას განაცხადა, 2017 წელს საჭირო გახდა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვა. მისივე თქმით, გაუმჯობესდა ეკონომიკური პარამეტრები, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ხალხის ცხოვრებაზე.

”გვიწევდა პრეზიდენტის ინსტიტუტის და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა არა საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან, არამედ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანა ხდება სახელმწიფო, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არის დაცული. ეს დაცვა გვიწევდა სრულიად ხელოვნურად ინიცირებული პროცესის, საკონსტიტუციო ცვლილებების დროს. კონსტიტუცია არ მიიღო არც ქართულმა საზოგადოებამ, არც მე და გამოვიყენე ვეტოს უფლება. ამავე დროს, როგორც ყველა ნორმალურ საზოგადოებაში, ჩვენ ვვითარდებოდით, ეკონომიკური პარამეტრები უფრო უკეთესია ვიდრე ველოდით მანამდე. ვსაუბრობ პარამეტრებზე, თუმცა მე არ ვამბობ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდა. ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ ვიზალიბერალიზაციის მეშვეობით”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 634
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია