საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
საარჩევნო მოლოდინები
სულ ნანახია 1281
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 ქუთაისში
 

მარიამ შარაშენიძე, სტუდენტი: 8 ოქტომბერს ვირჩევთ ახალ პარლამენტს, ახალ მაჟორიტარებს და დეპუტატებს. არჩევანზე არ ვისაუბრებ, რადგან არ მყავს შერჩეული კანდიდატი. ვნახოთ, რა პროგრამებს შემოგვთავაზებენ, რა იქნება მათი დაპირებები, რამდენად შესრულებადი და ამის მიხედვით გავაკეთებ არჩევანს. ველოდები, რომ ბევრი პარტია შევა პარლამენტში.  მგონია, მეტად გააკონტროლებენ ოპონენტების საქმიანობას და საერთო საქმეს წაადგება.

 

თამთა ნოდია, სტუდენტი:

საპარლამენტო არჩევნებია და მაჟორიტარებს ოთხი წლის ვადით ვირჩევთ. არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. წელს ქუთაისი სამ მაჟორიტარს ირჩევს. მე მხარს ვუჭერ გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოს“. მოლოდინიც შესაბამისი მაქვს, რომ „ახალი საქართველო“ მოხვდება პარლამენტში. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს,  ჯერჯერობით, არ შეიმჩნევა რაიმე მნიშვნელოვანი აქტივობები. ალბათ, სექტემბრიდან გააქტიურდებიან.

 

თეონა სინატაშვილი:

მგონი საპარლამენტო არჩევნებია. რომ გითხრათ, გათვიცნობიერებული ვართქო, მოგატყუებთ, მაგრამ საარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, მაქვს ზოგადი ინფორმაცია. ვიცი, რომ პარლამენტს ოთხი წლის ვადით ირჩევენ. ქუთაისსაც ჩვეულებრივად ერთი მაჟორიტარი ეყოლება. ჯერ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას. მოლოდინზე არ მიფიქრია, თუმცა არაა გამორიცხული, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვოს და უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში.

 

სოფიო ჯინჭარაძე, სტუდენტი): წელს საპარლამენტო არჩევნებია. შესაბამისად, მაჟორიტარ დეპუტატებს ვირჩევთ. რა თქმა უნდა, ვიცი, ვის მივცემ ხმას და მყავს ფავორიტიც, თუმცა, ჯერჯერობით, ღიად არ ვსაუბრობ. მოლოდინს რაც შეეხება, რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდები, ალბათ, იქნება მრავალპარტიული პარლამენტი.

 

ნესტან ჩაგელიშვილი

 

 

 

მანანა ღამბარაშვილი, 55 წლის:

ვოცნებობ, რომ არ ვიცხოვროთ სიღარიბეში და ურთიერთპატივისცემით  გამოვხატავდეთ ჩვენს დამოკიდებულებას, რისთვისაც არ ვისჯებოდეთ. არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი, მაგრამ არჩევნებზე მივალ და ჩემს არჩევანს დავაფიქსირებ, ხოლო კანდიდატებსა და პარტიებს ვუსურვებ, რომ ღირსეულად მოეპოვებინოთ გამარჯვება.

 

ციური ჩხიკვაძე, 60 წლის:

,,ოცნებას“ შემოვხაზავ. მათი დახმარების იმედი მაქვს. მაქსიმუმს აკეთებენ ქვეყნისთვის. მჯერა, რომ რისი გაკეთებაც ამ ოთხ წელიწადში ვერ მოასწრეს, მომდევნო ოთხ წელში გააკეთებენ.

 

ჯემალ გელაშვილი, 65 წლის:

მე არჩევნებზე აუცილებლად წავალ,   ჩემს უფლებას გამოვიყენებ და ვინც ღირსეულად მიმაჩნია მას დავუჭერ მხარს. ჯერჯერობით, ზუსტად არ მაქვს გადაწყვეტილი 8 ოქტომბერს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიასა და სუბიექტს შემოვხაზავ, დავაკვირდები და მერე გადავწყვეტ.  თუმცა გეტყვით, რომ ამ დროისთვის ყველაზე მეტად ნინო ბურჯანაძეს ვენდობი.

კარგის მოლიდინი არ მოგვაკოლოს უფალმა, უმუშევრობის დასაძლევად გავერთიანებულიყავით და არა მხოლოდ ხმების  მოსაპოვებლად. მარტო დღეს არა, ყოველთვის გვახსოვდნენ ადამიანები, რომლებიც შიმშილს ებრძვიან, და ამასთან,  სამსახურსაც ვერ შოულობენ.

 

 

იზა იანვარაშვილი

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია