დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
NDI-ს კვლევა რეგიონული ტელევიზიების შესახებ
NDI-ს კვლევა რეგიონული ტელევიზიების შესახებ
სულ ნანახია 1619
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

NDI-ს კვლევის მიხედვით, რეგიონულ მაუწყებლებს შორის, რეგიონებში გამოკითხული მოსახლეობის მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტი ადამიანი მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია     „რიონიდან“ იღებს, რომელმაც 7 მაისს 25 წლის იუბილე აღნიშნა.

 

მასზე არჩევანს ქუთაისის მოსახლეობის 62% აკეთებს. „ტელეარხ 25“-ს, რომელიც ბათუმში მაუწყებლობს, ამავე ქალაქში გამოკითხულთა, დაახლოებით, 60% უყურებს. 56% უყურებს ტელეკომპანია ოდიშს ფოთსა და ზუგდიდში. რეგიონის მიხედვით ყველაზე ნაკლები მაყურებელი „მეგა TV“-ს ჰყავს, მას ქუთაისში გამოკითხული ყოველი მეათე მოქალაქე (11%) უყურებს.

 

კითხვაზე, ვის ინტერესებს გამოხატავს მიმდინარე მოვლენების შესახებ მომზადებული გადაცემები, ქუთაისის მოსახლეობის უმრავლესობა (58%) მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „რიონი“ არ გამოხატავს არცერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს. ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის ნახევარი (49%) მიიჩნევს, რომ არც ახალციხის „მე-9 არხი“ გამოხატავს ვინმეს ინტერესებს. ოზურგეთში კი მოსახლეობის 91%-ს უჭირს გარკვევა - ვისი ინტერესების გამომხატველია „გურია TV“.

 

მიმდინარე მოვლენების გაშუქების მხრივ, მოსახლეობა რეგიონებში ყველაზე მეტად ახალციხის „მე-9 არხის“ (46%) მიმართ არის ნეიტრალურად განწყობილი. პროცენტულად შედარებით ნაკლები (45%) ადამინია ნეიტრალურად განწყობილი ქუთაისში ტელეკომპანია „რიონის“ მიმართ. ფოთისა და ზუგდიდის მოსახლეობის  უმრავლესობამ (88%) კი არ იცის, ენდობა თუ არა ამ რეგიონში მაუწყებელ - „მეცხრე ტალღას“.

 

NDI კვლევას საქართველოში ყოველწლიურად ატარებს. 2014 წლის 26 მარტიდან 18 აპილის ჩათვლით საქართველოს 12 ქალაქში, დაახლოებით, 4 ათასი რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (Sida) დააფინანსა. ამ კვლევის მიხედვით, მედია ყველაზე ნაკლებად სამუშაო ადგილების, სიღარიბის და ფასების ზრდის შესახებ ამზადებს მასალას და ეროვნულ მაუწყებლებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი „იმედს“ ენდობა.

 

გელა ბოჩიკაშვილი

 

 

media.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია