დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლარი „გაიქცა“
ლარი „გაიქცა“
სულ ნანახია 1758
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ერთი დოლარი უკვე 2.3327 ლარი ღირს

 

ლარის კურსი მკვეთრ დაცემას განაგრძობს.

 

გასული კვირის ბოლოს დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა 0.0234 პუნქტით გაუფასურდა და 2.3327 პუნქტზე დაფიქსირდა.

 

მთელი 0.0682 პუნქტით გაუფასურდა საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროს მიმართ და ოფიციალური კურსით, ერთი ევრო  2.6089 ლარი ეღირება.

 

ლარის კურსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის შეფასებით, ყველა ფუნდამენტური საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება დაიწყოს.

 

„ყველა საფუძველი არსებობს იმის ვარაუდისთვის, რომ სერიოზულ ცვლილებებს ადგილი არ უნდა       ჰქონდეს, პირიქით, ზაფხულის პერიოდში აუცილებლად მოხდება სავალუტო რესურსის მეტი შემოდინება, ასევე წინასაპრივატიზაციო მომზადების პროცესი დასრულებულია და ბევრი ობიექტი გავა გასაყიდად.

 

სწორედ ამიტომ არანაირი საფუძველი არ არის იმის, რომ იყოს სერიოზული გაუფასურება. მინდა ყველა დავამშვიდო ამ მიმართულებით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით კი, დღესაც აქვს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა.

 

 

 

commersant.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია