დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკრაინელების მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 1777
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

უკრაინელების მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში   

 

 

„თავისუფლება უკრაინას“,  STOP RUSSIA ამ სახელწოდებით უკრაინის ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა 13 დეკემბერს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან. აქციის ორგანიზატორი  არასამთავრობო  ორგანიზაციის   „თავისუფალი ზონა“ ქუთაისის ფილიალის წევრები არიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გმობენ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.

 

„ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. უკრაინა არის კარგი მაგალითი საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც შეინიშნება ისეთი ფაქტები, რამაც დღეს უკრაინა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადაუხვიოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რათა საქართველოც არ აღმოჩნდეს უკარაინის მდგომარეობაში,“ -  აღნიშნა     „თავისუფალი ზონის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელისო კეთილაძემ.

თეატრის წინ „თავისუფალი ზონის“ წევრებთან ერთად რიგითი მოქალაქეები და ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია გოქაძე იმყოფებოდა.

„მე ღიად ვაფიქსირებ და ვუჭერ მხარს უკრაინელ ხალხს, რის გამოც, აგერ უკვე ორი კვირაა, საკრებულოს სხდომებს უკრაინის ფერებში გაწყობილი დროშით ვესწრები. მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ გადაიყვანოს ქვეყანა იმ გზიდან, რასაც ევროკავშირი ჰქვია,“ - განაცხადა გია გოქაძემ.

 

 

psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია