დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ქუთაისი ახალ წელს რეაბილიტირებული ნაძვის ხეებით შეხვდება
ქუთაისი ახალ წელს რეაბილიტირებული ნაძვის ხეებით შეხვდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 3677
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი
მსგავსი სიახლეები

ქუჩების საახალწლო მორთულობა ამჯერადაც არ გასცდება ქალაქის ცენტრს...

 

 

წინასაახალწლო პერიოდის მოახლოებასთან ერთად, ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა საახალწლო განწყობის შესაქმნელად გირლიანდებითა და ნათურებით ქალაქის მორთვა უკვე დაიწყო. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამისათვის 91 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

თუმცა, მსგავსად წინა წლებისა, საახალწლო განწყობა ამჯერადაც არ სცდება ქალაქის ცენტრს, რასაც მერის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ზამბახიძე, საკმარისი თანხების არარსებობით ხსნის.

ქალაქში საახალწლო მორთულობის მონტაჟს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შპს „აღმდგენი“აწარმოებს.

 

„ქალაქში საახალწლო მორთულობის მონტაჟისთვის  91 000 ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში შედის ინვენტარის შესყიდვა, აღდგენა, მონტაჟი და დემონტაჟი. რაც შეეხება ქუჩებს, წელსაც საახალწლო მორთულობა, სამწუხაროდ, ვერ სცდება ქალაქის ცენტრს, თუმცა, ცენტრთან ახლოს მოვახდინეთ რამდენიმე ქუჩის დამატება, მათ შორის: ცისფერყანწელთა ქუჩა, სადაც ახალი დეკორაცია იქნება, ასევე წმინდა ნინოს, თამარ მეფის, ბუხაიძის ქუჩები და წერეთლის გამზირი. გარეუბნებში გასვლა ძვირი სიამოვნებაა, რისი საშუალებაც, ბიუჯეტიდან გამომდინარე, ნამდვილად არ გვაქვს, აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ ბულვარში მოირთვება ხეები,“ აღნიშნა ზურაბ ზამბახიძემ.

 

რაც შეეხება საახალწლო ნაძვის ხეებს, როგორც გაირკვა, მიმდინარე წელს არც ახალი ნაძვის ხეების შეძენა მოხდება. თუმცა, ზამბახიძის განცხადებით, ხელშეკრულებაში ჩადებული პირობით, შპს „აღმდგენი“ ვალდებულია, არსებული ნაძვის ხეების რეაბილიტაცია მოახდინოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზამბახიძისავე განცხადებით, ქუთაისს, ფაქტობრივად, ახალი ნაძვის ხეები ექნება, რომელთაგანაც ერთი ტრადიციულად მესხიშვილის თეატრის წინ დაიდგმება, მეორე ნაძვის ხის ადგილზე კი ამ დრომდე არ არიან შეჯერებულნი.

 

ქალაქის ცენტრში გირლიანდების და ნათურების მონტაჟი მიმდინარე კვირაში დაიწყო და 20 დეკემბერს დასრულდება. რაც შეეხება საახალწლო მორთულობის დემონტაჟს, იგი 2014 წლის 20 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

 

საახალწლო მორთულობისგან განსხვავებით, გარეუბნებში საახალწლო განწყობის შექმას შეეცდება მერიის კულტურის სამსახური. როგორც სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე აღნიშნავს, თოვლის ბაბუა ამჯერადაც ქუთაისის ყველა მუნიციპალიტეტს მოივლის.

 

„ახალი წელი არის მომენტი, როდესაც ყველა ელოდება ახალს, განსხვავებულს, არის დიდი მოლოდინი და ვცდილობთ, გავამართლოთ ეს მოლოდინი. გვაქვს რამოდენიმე სიახლე, რაც მთავარია, გვინდოდა, არ ყოფილიყო კონცენტრირებული მხოლოდ ქალაქის ცენტრზე და ჩართული ყოფილიყო გარეუბნებიც, ამიტომაც გვეყოლება თოვლის ბაბუა, რომელიც რამდენიმე წელია, სტუმრობს ქუთაისს, იმოძრავებს ქალაქში, მოივლის ყველა მუნიციპალიტეტს და იქ მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ახალ წელს მიულოცავს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში „მონპლეზირის“ თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისელი დიზაინერების მიერ დამზადებული საახალწლო სათამაშოების, აქსესუარებისა და მისალოცი ბარათების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ასევე პირველ და ორ იანვარს ნიღბების, ბერიკების და თოჯინების თეატრების დასები ბავშვებისთვის სხვადასხვა წარმოდგენებს გამართავენ. რეაბილიტირებულ უბანში დაიდგმება თოვლის ბაბუის სახლი, სადაც მისულ პატარებს გოზინაყით გაუმასპინძლდება.

 

გავითვალისწინეთ ადგილობრივი შემსრულებლების გულისტკივილი, რომელსაც ხშირად გამოთქვამენ იმის გამო, რომ არ არიან ღონისძიებებში ჩართულნი, წელს აქცენტი მათზე იქნება გადატანილი, თუმცა, ამავდროულად, საახალწლო კონცერტზე გვეყოლება რამოდენიმე სტუმარიც, რომელთან მოლაპარაკებაც ამ დროისთვის მიმდინარეობს. ასე შევეცდებით ქუთაისელებს კარგი საახალწლო განწყობა შევუქმნათ,“ - აღნიშნა მერიის კულტურის სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა თამთა თურმანიძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია