საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ბიზნეს-პროექტის განხორციელების რეფლექსია ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლაში
ბიზნეს-პროექტის განხორციელების რეფლექსია ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლაში
სულ ნანახია 869
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში სასწავლო პროგრამა „მეწარმეობის საფუძვლები“ ინოვაციურია. პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს გამოუმუშაოს მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გააცნოს მათ ბიზნესისა და ეკონომიკის საფუძვლები პრაქტიკაში. დაანახოს თავისუფალი მეწარმეობის ღირსებები, გაუჩინოს პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი და აქციოს ისინი თავისუფალ მოქალაქეებად  დემოკრატიულ საბაზრო ეკონომიკის საქართველოში.

პროგრამის პრინციპებია : კეთილსინდისიერება, პიროვნების პატივისცემა, პირადი განვითარება, მეწარმეობის სულისკვეთება, გუნდური მუშაობა და ლიდერობა.

  ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე,  ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლის მე-10/1 კლასში შედგა აქციონერთა საბჭო. მოეწყო პრეზენტაცია.მიზნად დავისახეთ კომპანიის შექმნა. შეიქმნა მინი კომპანია  „დეა“.  პრეზიდენტი გვანცა ბაბუნაშვილი, ფინანსური მენეჯერი - ნინო ბაშალეიშვილი, ადმინისტრაციის მანეჯერი - საბა კაცაძე, მარკეტინგის მენეჯერი -ნიკა ჭოხონელიძე, წარმოების მენეჯერი - გიორგი შავგულიძე, გაყიდვების მენეჯერი - მარი ნამიჭეიშვილი.

მოსწავლეებმა მასწავლებლის,მედეა მუხაშავრიას დახმარებით შეადგინეს ბიზნეს გეგმა. ბავშვები დაიყო ჯგუფებად. მიიღეს გადაწყვეტილება, შეექმნათ პროდუქცია (ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები). პროდუქციის შექმნის შემდეგ  გააკეთეს რეკლამა მთელ სკოლაში. მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც მოსწავლეებმა,ისე - მასწავლებლებმა.

როგორც ველოდით, კომპანია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.  შესაბამისად, წარმატება მოიპოვეს აქციონერებმაც. ჩადებული თანხა გაუორმაგდათ. კომპანიის მიზანიც ეს იყო - „ნაკლები დანახარჯი - მეტი მოგება“.

 

მინი კომპანიის ჩამოყალიბებამ მოსწავლეებს ცხოვრებისეული გამოცდილება მისცა, ასწავლა გუნდური მუშაობა. გუნდში ყველაფერი ნდობისა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე იყო დამყარებული. გუნდის წევრები დამეგობრდნენ, ითვალისწინებდნენ ერთმანეთის აზრს, ჩამოუყალიბდათ მეწარმეობის პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაეცნენ ეკონომიკის საფუძვლებს და რაც მთავარია, გაუჩნდათ პროფესიონალად ჩამოყალიბების სურვილი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია