დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოს რეგიონებში 2016 წელს 17 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
საქართველოს რეგიონებში 2016 წელს 17 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
ავტორი: საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და 250 000-მდე სერვისია გაცემული
სულ ნანახია 1113
ავტორი:
საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და 250 000-მდე სერვისია გაცემული
მსგავსი სიახლეები

 

საქართველოს მასშტაბით მოქმედ საზოგადოებრივ ცენტრებში 200-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული და 250 000-მდე სერვისია გაცემული

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობას აგრძელებს. საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმ პროექტებს შორის, რომლებსაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს.

პროექტის მთავარი იდეა საჯარო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის გაძლიერებაა. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით საზოგადოებრივი ცენტრები შენდება მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში; მრავალრიცხოვან, მჭიდროდ დასახლებულ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე და საზღვრისპირა სოფლებსა თუ დაბებში. 

წელს საზოგადოებრივი ცენტრები ოკუპირებულ რეგიონებთან მოსაზღვრე სამ სოფელში რუხში, ბერძენაულსა და ტყვიავში გაიხსნა. რაც შეეხება საზღვრისპირა სოფლებს, ცენტრები უკვე ფუნქციონირებს არხილოსკალოში, სადახლოსა და ვალეში. 

ამჟამად საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 43 ცენტრი, სადაც  მოსახლეობას საშუალება აქვს, 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისით ისარგებლოს. სოფელში ცენტრის ფუნქციონირება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფლიდან გაუსვლელად სახელმწიფო  და კერძო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით  სოფლიდან გაუსვლელად ხელმისაწვდომი გახდა  სახელმწიფო სერვისების განვითარების, საჯარო რეესტრის და არქივის ყველა სერვისის მიღება. ცენტრებში, ასევე, გაიცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერვისები; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისები (მაგალითად, სასკოლო ატესტატის მიღება); სოციალური სააგენტოს სერვისები. ცენტრებში განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა; შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს უფასოდ შეუძლიათ; სკაიპის ოთახი; სწრაფი გადახდის აპარატები და სხვ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით სოფლებში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდა ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უფასოდ უკაბელო ინტერნეტით სარგებლობის საშუალება  მიეცათ. მანამდე ბევრ ამ სოფელში არც ბანკისა და არც მობილური ოპერატორის ოფისები არ არსებობდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ბოლო 43-ე საზოგადოებრივი ცენტრი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში გაიხსნა. სოფელში მცხოვრები მოსახლეობის 100 პროცენტი ეთნიკურად სომეხია. ცენტრალური სახელმწიფო სტრუქტურები ამ სოფელში პირველად ამოქმედდა და ადგილობრივ მოსახელობას შესაძლებლობა მიეცა, იმავე სერვისებით ისარგებლოს, როგორითაც დიდი ქალაქების მცხოვრებნი სარგებლობენ. ახალ წლამდე კიდევ ერთი საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება. მელე  უკვე წალკის მოსახლეობაც შეძლებს სახელმწიფო და კერძო სერვისებით ადგილზე სარგებლობას.

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს შემდეგ სოფლებსა და დაბებში: შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ბარალეთში, ლაჯანასა და კუმურდოში.

 

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების  სააგენტოს ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე (centre.gov.ge).

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია