დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მოქალაქეებს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება პირველი აპრილიდან შეე’ლებათ
სულ ნანახია 1385
ავტორი:

საქართველოს შემოსავლების სამსახურში აცხადებენრომ დეკლარაციის შევსება პირველი აპრილიდან დაიწყება და დაუბეგრავი მინიმუმი სამი თვის ვადაში ჩაირიცხება

 

„დეკლარაციის შევსება 1 აპრილიდან დაიწყება, შევსებიდან სამი თვის განმავლობაში მოხდება თანხის ჩარიცხვა, თუ რა თქმა უნდა მას ბუღალტერია წესრიგში აქვს და შესაბამისად მიუთითებს იმ საბანკო ანგარიშს, რომლითაც სარგებლობს. პირობები იგივე იქნება, რაც 2014 წელს იყო, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიში და სისტემაში მთლიანად უნდა იყოს ნაჩვენები ის ხელფასი, რაც მას ერიცხება,“ - განაცხადა თამარ ანდროიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ დაუბეგრავი მინიმუმით სარგებლობა იმ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც  2014  წელს ხელფასის სახით 1800-დან 6000 ლარამდე  აქვთ აღებული. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქეს უფლება აქვს  დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ ხელფასის ოდენობა 1800 ლარზე ნაკლებია, დაბრუნებას კონკრეტული თანხის 20 პროცენტი ექვემდებარება.

 

 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წელს დაუბეგრავი მინიმუმი  470 ათასზე მეტ მოქალაქეს დაუბრუნდა და თანხის ოდენობა ჯამში 131 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.  დეკლარაციის შევსება 1 აპრილიდან rs.ge-ზე შეგეძლებათ.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია