დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპეციალური შეთავაზება პედაგოგებს საოჯახო სასტუმროსგან „LUTREZI/ ლუტრეზი“ ახალდაბაში
სპეციალური შეთავაზება პედაგოგებს საოჯახო სასტუმროსგან „LUTREZI/ ლუტრეზი“ ახალდაბაში
სულ ნანახია 1127
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

 

საოჯახო სასტუმრო LUTREZI/ლუტრეზი“ მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და უნიკალურ საკურორტო ზონაში, ბორჯომის ხეობის დაბა ახალდაბაში, ზღვის დონიდან 790 მეტრზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი საუკეთესო დასვენებისა და გართობისთვის.

 

ახალდაბა წიწვოვან და ფართეფოთლოვან ტყეებთან ერთად, მდიდარია თერმული მინერალური წყლებით, რაც ერთნაირად სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე - უფროსებისთვის.

 

მდინარე მტკვრის შენაკად, ნეძვურას ხეობაში განლაგებულია თერმული მინერალური წყლების წყაროები (ბურღილები), რომელთა ტემპერატურაა + 32,5 გრადუსიდან +44,8 გრადუსამდე. მინერალური წყალი გამოიყენება აბაზანების სახით და საუკეთესოა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის პროფილაქტიკური თუ დაავადების სამკურნალოდ. ახალდაბა ულამაზესია წლის ყველა დროს - ზამთარ-ზაფხულს და აქ სტუმრობა ყველა სეზონზე შთამბეჭდავია.

 

ტრანსპორტი ახალდაბამდე - საოჯახო სასტუმრომდე „LUTREZI/ლუტრეზი“

 

თბილისიდან ახალდაბამდე, დაახლოებით 1საათი და 30 წუთი სჭირდება მიკროავტობუსით მგზავრობას. თითქმის ანალოგიური დროა საჭირო  ქუთაისიდან ახალდაბამდეც. ხოლო ახალდაბიდან ბორჯომში სამგზავროდ - 15 წუთი საკმარისია.

საოჯახო სასტუმრო „LUTREZI/ლუტრეზი“ ახალდაბის ცენტრში, რუსთაველის შესახვევი #19-ში,  ე.წ. სკოლის უბანში მდებარეობს და ადგილზე სასიამოვნო, მყუდრო და თბილი ოჯახური გარემოა შექმნილი: დიდი ულამაზესი ეზო, ჰამაკებით, ფანჩატურითა და ბავშვების გასართობი ადგილით, უფასო "პარკინგი" და ინტერნეტი.

 

სასტუმრო სახლის მეორე სართული ხისგანაა აგებული და აქ განთავსებულია შუშაბანდი, ერთი სტანდარტული  2-ადგილიანი და ორი 4-ადგილიანი კეთილმოწყობილი ნომერი, რომელთაც აქვთ ერთი საერთო სველი წერტილი დერეფანში.  ნომრებში არის კონდიციონერები, ტანსაცმლის საკიდი ან კარადა.

 

პირველ სართულზე განლაგებულია სამზარეულო, შესაბამისი ავეჯ-ჭურჭელით და სასადილო ოთახი, სადაც დამსვენებლებს თავად შეუძლიათ, მოამზადონ კერძები.

 

გარდა ამისა, საოჯახო სასტუმროს ეზოშია თანამედროვე ერთსართულიანი 5 ადგილიანი  კოტეჯი, აპარტამენტის სტილში, თავისივე სველი წერტილითა და სამზარეულოს მოწყობილობით - გაზი, მაცივარი, სამზარეულოს ონკანი.

 

საოჯახო სასტუმრო „LUTREZI/ლუტრეზი“ -ს ერთდროულად მინიმუმ 14-15 სტუმრის მიღების საშუალება აქვს. შესაძლებელია, ასევე, დამატებითი საწოლის გაშლა.

საოჯახო სასტუმროს ქუჩაზე მდებარეობს მრავალპროფილური მარკეტი, სადაც ფასები ბაზრის ფასების შესაბამისია და კომფორტულია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

 

სასტუმრო  სახლთან ძალიან ახლოსაა  ნაძვნარი, პარკი, საბავშვო ატრაქციონებით, ასევე - თერმული აბანოები, სადაც ხელმისაწვდომი ფასებია ბანაობისა თუ  აბაზანების მიღებისათვის.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბავშვების გართობისა თუ ფიზიკური აქტივობებისათვის აქტუალურია სასტუმროს მახლობლად მდებარე  სტადიონის, სკოლის ეზოსა და საჭიდაო მოედნის გამოყენებაც.

სასტმრო „LUTREZI/ლუტრეზი“, ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო, რამდენიმე ათეულ მეტრშია ცენტრალურ  მაგისტრალთან, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით მარტივია ტრანსპორტირება.

 

ახალდაბიდან  15 წუთი სჭირდება  ბორჯომში ასვლას, ხოლო 10 წუთი - ხაშურამდე მგზავრობას. სასტუმროს მახლობლად არის როგორც რკინიგზის სადგური, ასევე, ყოველ ერთ საათში მოძრაობს მიკროავტობუსი.(მგზავრობა ბორჯომამდე 80 თეთრია)

 

საოჯახო სასტუმრო „LUTREZI/ლუტრეზი“, სურვილის შემთხვევაში, დამატებითი სერვისის სახით გთავაზობთ ასევე, ახლომდებარე კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, პიკნიკს მდინარე ნეძვურას ხეობაში, თევზაობას, კვადროციკლით თუ ცხენებით გასეირნებას, ადგილობრივი, ტრადიციული კულინარიის მასტერკლასებს, ღვინის დეგუსტაციებს და საინტერესო თავგადასავლებს ბუნებაში!

ჩვენი სტუმრები როგორც უცხოეთიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ყოველთვის აღფრთოვანებულები რჩებიან ახალდაბის ბუნებით და  LTREZI/ლუტრეზი“- ს მასპინძლობითა და სტუმართმოყვარეობით!

 

ჩვენს სასტუმროში არსებული კომფორტი და მომსახურება ბევრად მეტი ღირებულებისაა, რისი გადახდაც მომხმარებელს უწევს. შესაბამისად მომსახურების ფასები  ხელსაყრელი და მისაღებია დამსვენებელთათვის. ჩვენი ეს შეთავაზება კი სპეციალურად პედაგოგებისთვისაა და გარკვეული ფასდაკლებაც უკვე გათვალისწინებულია ფასში:

ერთი პერსონის ღამისთევისა და მომსახურების ღირებულებაა 20 ლარი, კვების გარეშე. (დამატებითი ხარჯი არ არის საჭირო სასტუმროს საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენებისას, როგორიცაა, მაგ: სარეცხი მანქანა, უთო,ფენი ან სხვა.)

 

ბავშვები სამ წლამდე, რომელთათვისაც დამატებითი საწოლის გაშლა არ არის საჭირო - უფასოა...

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასტუმროში არსებული ნომრების ფასები ასეთია:

ორადგილიანი ნომერი მეორე სართულზე(რომელშიც დგას  ორსაწოლიანი ტახტი)- 40ლარი;

 ოთხადგილიანი ნომერი მეორე სართულზე (რომელშიც დგას ორი ერთსაწოლიანი საწოლი და ერთი ორსართულიანი საწოლი) 80ლარი;

ოთხადგილიანი ნომერი მეორე სართულზე (რომელშიც დგას ორი ერთსაწოლიანი საწოლი და ერთი ორსართულიანი საწოლი) 80ლარი;

 

შენიშვნა:

12 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში, მეორე სართულზე არსებულ შუშაბანდში შესაძლებელია ასევე დამატებითი საწოლის გაშლა ორი პერსონისთვის, რომელიც შეგვიძლია უფასოდ შემოგთავაზოთ, სპეციალურად თქვენი პედაგოგებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. ანუ მეორე სართულზე 12 ადამიანის განთავსების ჯამური ღირებულება იქნება იგივე, რაც 10 კაცის ღირებულებაა რეალურად - 200 ლარი დღეში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ერთ ადამიანს მოუწევს 17 ლარი დღეში.

 

აპარტამენტის სტილის  5  ადგილიანი კოტეჯი, (რომელშიც დგას ერთი ორსაწოლიანი ტახტი, ერთი ორსართულიანი საწოლი და ერთი გასაშლელი დივანი) თავისივე სველი წერტილით და სტუდიო-სამზარეულოთი - ღირს 100ლარი დღეში.

 

შენიშვნა:

ეს სპეციალური შეთავაზების ფასები მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ დამსვენებელი მინიმუ 7 დღით რჩება საოჯახო სასტუმროში.

ნომრების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ტელეფონზე:

599 10 77 94; 577 247711;

ნატო გუბელაძე (სასტუმროს მფლობელი და მენეჯერი)

 

ელექტრონული ფოსტა:

lutrezI2010@gmaIl.com; nato2727@gmaIl.com

 

ფეისბუქგვერდი:

https://www.facebook.com/GuestHouseLutrezI/

 

იპოვეთ საუკეთესო და მშვიდი გარემო თქვენი საოჯახო დასვენებისთვის ახალდაბაში

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საოჯახო სასტუმროში LUTREZI

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია