დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არა რუსულ კანონს!
ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდნენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2024/05/12 20:48:00

 

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მე-2 კურსის სტუდენტებმა ერთობლივ განცხადება  გაავრცელეს და შუერთდნენ საქართველოში გაფიცული სტუდენტების სულისკვეთებას, რომლებიც რუსულ კანონს არას ეუბნებიან და უერთდებიან მათ.


,,გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას და მზად ვართ, ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით , რომლებიც აცნობიერებენ სწორ , მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას. ერთხმად და მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უგულებელყოფს  საქართველოს  კონსტიტუციას და გვაშორებს ღირსეულ მომავალს. არა რუსულ კანონს!“, - წერია განცხადებაში.


წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების გაფიცვა მარშ გამართვით გაგრძელდა და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეუცხოური გავლენის გამჭვირვალობისკანონპროექტს. სტუდენტებს პროტესტს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რამდენიმე ლექტორი შეურთდა. მათ დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან სტუდენტების მოთხოვნას და უარს ეუბნებიან სადავო კანონპროექტს.

 მათი თქმით, ბრძოლა გაგრძელდება, მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე.


"აკაკი წერეთელი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ -  მასწავლებლები ვაპროტესტებ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ- სტუდენტების მიმართ, რომელთაც ღიად დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ სურვილთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი ლექტორ მასწავლებლების პოზიცია. ქართული განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს. საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია, არა რუსულ კანონს", - აცხადებენ ლექტორ მასწავლებები.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 32
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია