გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ებოლას კოორდინატორი ენტონი ბენბური აცხადებს: „60 დღეში თუ არ მოხერხდა ებოლას დამარცხება, კატასტროფა გარდაუვალია და ეს იქნება უპრეცედენტო სიტუაცია და ჩვენ არ გვაქვს სამოქმედო გეგმა.“
ბენბურის განცხადებით, დასავლეთ აფრიკაში 9000 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 70% ფატალური შედეგით დამთავრდა.
ებოლას 60 დღეში შესაჩერებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და WHO (WORLD HEALTH ORGANISATION) მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შემდეგი სამოქმედო გეგმა წარმოადგინა:
ინფიცირებულების მინიმუმ 70% უნდა იყვნენ გადაყვანილი სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში.
ებოლათი გარდაცვლილების მინიმუმ 70% უნდა დაიკრძალოს ისე, რომ არ მოხდეს სხვების შემდგომი ინფიცირება.
აუცილებელია ვირუსის წყაროების ინდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ, თუ ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდა, კვირაში 5-დან 10 ათასამდე ახალ დაავადებულს მივიღებთ.
ნიგერიაში, რომელიც ძალიან ახლოს არის დაავადების ეპიცენტრთან, მხოლოდ 9 სიკვდილის ფაქტია დაფიქსირებული. ეს განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში ვირუსის გამოჩენიდან პირველივე დღეს აქტიურად ვრცელდება საინფორმაციო ბანერები, თუ როგორ უნდა დაიცვას ადამიანმა თავი ინფიცირებისაგან. აქ ქუჩაში გადაფურთხებაც კი კანონით ისჯება.