დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის საკრებულოში 15 ნოემბერს განიხილება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/11 19:59:25

ქუთაისის მერი შოთა მურღულია სოციალურად დაუცველ და შშმ პირების წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის სოციალური ასპექტები განიხილეს.


მერის თქმით, 2015 წლის ბიუჯეტში სოციალური მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნადა არის გაზრდილი.


"მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით ბიუჯეტზე და არ გვინდოდა  განყენებულად განგვეხილა იგი.  ამიტომაც, ყველა აქტივობაში მაქსიმალურად ვრთავდით არასამთავრობოებს, სოციალურად დაუცველებს. წლის განმავლობაში  კიდევ 7 ახალი პროექტი დავამატეთ და გვინდა, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტში ახალი მოდიფიცირებული სოციალური პროგრამები იყოს გათვალისწინებული,-"განაცხადა მურღულიამ.


შოთა მურღულიას თქმით, სოციალური სფეროს ბიუჯეტი მომდევნო წელს, მიმდინარე დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზრდება.


"ეს გარანტირებულად შემიძლია განვაცხადო. ბიუჯეტის გაზრდა მოხმარდება როგორც სიციალურ პროგრამებს, ასევე იმ სიახლეებს, რომელიც მომდევნო წელს იქნება შეთავაზებული. საინტერესო რეკომენდაციები მოდის, ჩვენ მაქსიმალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქუთაისის ბიუჯეტში წილობრივად არის სოციალური სფერო წარმოდგენილი და საამაყოა, რომ მომდევნო წელს ადმინისტრაციული ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება და სოციალური პროგრამების დაფინანსება კი-იზრდება,"-განაცხადა ქალაქის მერმა.


 

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პროექტის შედგენა შემაჯამებელ ფაზაში შედის,   2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის  საკრებულოში 15 ნოემბერს შევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2329
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია