
დმანისში მცხოვრები უძველესი ადამიანები კბილის საწმენდით სარგებლობდნენ. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა PNAS („მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მაცნე“) წერს.
გამოცემა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის სტატიას აქვეყნებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 20 წლის წინ საქართველოში, დმანისთან ახლოს პალეონთოლოგების მიერ ნაპოვნი ადრეული ადამიანის ნიმუშებზე კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ კბილებსა და ყბის ძვლებზე მათ პარალელური და ღრმა ნაკაწრები ჰქონდათ, რომელიც, სავარაუდოდ, კბილის საწმენდის არასწორად გამოყენებას უკავშირდება.
აღმოჩენის ავტორები ვარაუდობენ, რომ დმანისის უძველესი მკვიდრნი კბილის საწმენდს იყენებდნენ.