ინფორმაციული, მაგრამ არა სიღრმისეული გაშუქება - მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები
სულ ნანახია 1627
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

რეგიონული ტელევიზიების უმეტესობამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქებისას ყველაზე მეტი დრო სახელისუფლებო კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ოპოზიციურ ბლოკ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოპოზიციურ ბლოკ „ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას“ და მათი მერობის კანდიდატებს დაუთმო, რომლებიც,  ძირითადად,  ნეიტრალურად  შუქდებოდნენ. მათ შესახებ მომზადებული მასალები კი, ძირითადად, ინფორმაციული ხასიათის იყო  და სიღრმისეულად  არ შუქდებოდა. ეს ფონდი „ინტერნიუსი-საქართველოს“ მიერ ჩატარებული მონიტორინგის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა.

 

„ინტერნიუსი-საქართველო“ 16 რეგიონული ტელევიზიის საღამოს ეთერში (19:00-24:00 საათი) გასულ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს 2014 წლის 12 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით აკვირდებოდა. ანგარიშის მიხედვით, 2-15 ივნისის პერიოდში ტელეკომპანიათა ნაწილმა საარჩევნო თემატიკის გაშუქებას უფრო მეტი დრო დაუთმო, მათმა უმეტესობამ კი არჩევნების დღეს (15 ივნისს) საგანგებო რეჟიმში იმუშავა, თუმცა ტელეკომპანიების ნაწილს 15 ივნისამდე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მოახლოებული არჩევნებისა და მასში მონაწილე სუბიექტების შესახებ შემაჯამებელი მასალები არ მოუმზადებია. ტელეკომპანიების ეთერში გასულ ტოქშოუებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ  გადაცემებში მიწვეულ სტუმრებს შორის პოლიტიკური ბალანსი, ძირითადად, დაცული იყო. წამყვანები კი ძირითადად, მოდერატორის ფუნქციას ასრულებდნენ. თუმცა, ტელეკომპანიათა  ტოქშოუებში, უმეტეს შემთხვევაში, წამყვანთა დასმული კითხვები ხშირად ერთმანეთის მსგავსი იყო, კრიტიკულ შეკითხვებს იშვიათად სვამდნენ. ტოქშოუების ერთ-ერთ მთავარი ტექნიკური ხარვეზი იყო ის, რომ მათ არ ედო ტიტრები. ამასთანავე, ტელეკომპანიათა უმრავლესობაში,  ტოქშოუების წამყვანები გადაცემისის დაწყებისას საკუთარ თავსაც არ წარადგენდნენ.

 

 

მონიტორინგის განმავლობაში კადრებით, ხმით, მუსიკით მანიპულირების შემთხვევები და „ფარული პოლიტიკური რეკლამის“ ნიშნები არ გამოვლენილა, სიძულვილის ენის გამოყენების იშვიათი ფაქტები კი, ძირითადად, რესპონდენტების მხრიდან დაფიქსირდა.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია