ჯაბა ქურდიანის ევროპული ოქროს დუბლი
ჯაბა ქურდიანის ევროპული ოქროს დუბლი
ავტორი: იუზა კაციტაძე
სულ ნანახია 2257
ავტორი:
იუზა კაციტაძე
მსგავსი სიახლეები

სასიხარულო ამბავი მოვიდა ლატვიის დედაქალაქ რიგიდან. აქ გამართულ კადეტ სამბისტთა ევროპის ღია პირველობაზე დიდ წარმატებას მიაღწია ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მე-17 სკოლის აღსაზრდელმა ჯაბა ქურდიანმა(მწვრთნელი ვეფხია ბალხამიშვილი), რომელიც 55 კგ. წონით კატეგორიაში საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ქუთაისელი სამბისტი ერთადერთი გახლდათ ქართული დელეგაციის წევრთაგან, ვინც რიგაში კონტინენტის ჩემპიონობას უწია. ნიშანდობლივია, რომ ეს ტიტული ჯაბამ შარშანაც მოიპოვა და წელს მისი დაცვა მოუხდა.

- ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქვეყანა, ქალაქი, სკოლა, დამრიგებელი ვასახელე. ვეცდები,  მომავალ შეჯიბრებებშიც ღირსეულად ვიასპარეზო, - ამბობს ჯაბა ქურდიანი და ბალტიისპირულ „თავგადასავალს“ გვიყვება:

- ჩემი პირველი მეტოქე ლატვიელი რუსლან სოხა იყო. შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად მასთან გამიჭირდა. ორთაბრძოლას ვაგებდი, მაგრამ ბოლოსკენ ვიმარჯვე. შემდეგ ქულებით ვაჯობე აზერბაიჯანელ ნამიგ აბასლის, მოლდოველ  ევგენი იზიუმოვს 11:0 ვძლიე და ფინალში გავედი, სადაც ბულგარელი სამბისტი დამხვდა. ბოჟიდარ ტემელკოვს კარგად ვიცნობდი, რადგანაც შარშან, ტალინში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე გადამწყვეტი შერკინება სწორედ მას მოვუგე. სრულად მობილიზებული ვიყავი, მეტოქე ამჯერადაც 6:0 დავამარცხე და ევროპის ორგზის ჩემპიონი გავხდი.

ჯაბა ქურდიანი ძიუდოისტი გახლავთ, თანაც მეტად პერსპექტიული - თანატოლებში საქართველოს ვიცეჩემპიონი, მრავალი ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორია. როგორც მისი დამრიგებელი ვეფხია ბალხამიშვილი ამბობს, ძიუდოს ახალი წესების შეჩვევამდე ბიჭს თავი  სამბოშიც გამოაცდევინა და...

უახლოესი შეჯიბრი, სადაც ჯაბას მოუწევს ასპარეზობა, ანზორ ქიბროწაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი იქნება, რომელიც ოქტომბერში გორში გაიმართება.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია