საახალწლო სამზადისი ზესტაფონში
საახალწლო სამზადისი ზესტაფონში
სულ ნანახია 1179
ავტორი:

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე 23 დეკემბერს საზეიმოდ აინთო. ახალი წლის სიმბოლო ზესტაფონის ქალაქის მერმა ბავშვებთან ერთად აანთო და მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

 სადღესასწაულო აქსესუარები და განათებები ქალაქის ყველა ცენტრალურ უბნებზე დამონტაჟდა. 31 დეკემბერს, ცენტრალურ მოედანზე, მთავარ ნაძვის ხესთან 22 სთ – დან საახალწლო შოუ პროგრამა მოეწყობა. კონცერტს ჯგუფი "სტიქია" გახსნის. შემდეგ კი სცენა, პოპულარულ ქართველ მომღერლებს დაეთმობა.

საახალწლო საკონცერტო პროგრამას გიორგი შანიძე წაიყვანს. კონცერტის დასრულების შემდეგ კი იქნება ფეიერვერკი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია