საქართველოს რეგიონული მედია სოფლის განვითარებისთვის
საქართველოს რეგიონული მედია სოფლის განვითარებისთვის
სულ ნანახია 1632
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

 

 

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­ა­ცი­ამ (GRMA), რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ცხრა რე­გი­ონ­ში არ­სებულ 22 გა­მო­ცე­მას და 19 სა­ინ­ფორ­მა­ციო ვებ პორ­ტალს აერ­თი­ა­ნებს, სა­კუ­თა­რი გა­მო­ცე­მები თბილის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის გენ­დე­რუ­ლი თა­ნას­წო­რობის საბჭოს პატ­რო­ნაჟით გა­მარ­თულ  გა­მო­ფე­ნა­ზე წა­რად­გი­ნა.

 

17 მარტს სას­ტუმ­რო „ჰუა­ლინგ თბილის­ში“ მას­შტაბური კონ­ფე­რენ­ცია და გა­მო­ფე­ნა გაიხსნა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებიდან 500-მდე დე­ლე­გა­ტი და­ეს­წრო.

ღო­ნის­ძიების ორ­გა­ნი­ზა­ტო­რები აცხადებენ, რომ მათ მო­იწ­ვი­ეს ის ადა­მი­ა­ნები, ვინც უკ­ვე შეც­ვა­ლა ან აპი­რებს, რომ შეც­ვა­ლოს რე­გი­ო­ნებში მცხოვ­რებთა ყოფა უკე­თე­სობის­კენ.

ღო­ნის­ძიების ფა­სი­ლი­ტა­ტორი შვე­ი­ცა­რი­ის გან­ვი­თა­რებისა და თა­ნამ­შრომ­ლობის სა­ა­გენ­ტოს (SDC) მი­ერ და­ფი­ნან­სებული მერ­სი ქორფს-სა­ქარ­თვე­ლოს „მცი­რე კავ­კა­სი­ის ალი­ან­სების პროგ­რა­მა“ 2008 წლი­დან ხელს უწყობს ბაზ­რის თა­ნას­წორ გან­ვი­თა­რებას და სოფ­ლად მცხოვ­რები ქა­ლებისა და მა­მა­კა­ცების სა­არ­სებო წყაროს გა­უმჯობესებას.  მათ­თვის თა­ნას­წო­რი შე­საძ­ლებლობების და გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღების პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლეობის ხელ­მი­საწ­ვდო­მობის გაზ­რდით. 

სოფ­ლად და რე­გი­ო­ნებში არ­სებული სა­წარ­მოების სუ­ლის­ჩამ­დგმე­ლებმა სა­ზო­გა­დოებას სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცი­ა, მო­საზ­რებები, მო­ტი­ვა­ცი­ის წყაროები გა­უ­ზი­ა­რეს, იმ კონ­კრე­ტულ მა­გა­ლი­თებსა და მიღ­წე­ვებს გა­უს­ვეს ხაზი, რაც სოფ­ლად მცხოვ­რებთა ყოფას აუმჯობესებს და წვლი­ლი შე­აქვს ქვეყნის გან­ვი­თა­რებაში.

ღო­ნის­ძიებას და­ეს­წრნენ სა­ზო­გა­დოებისათ­ვის ცნობილი სახეები სპორ­ტის, კულ­ტუ­რი­სა და ბიზ­ნე­სის სფე­როებიდან.

ფო­ი­ე­ში მოწყობილ სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცში გან­თავ­სებული იყო კერ­ძო და მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვები, მრავ­ლფე­რო­ვა­ნი ხელ­ნა­კე­თი სუ­ვე­ნი­რები, ტრა­დი­ცი­უ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ხელოვ­ნების ნი­მუ­შები და საგ­ნები, რე­გი­ო­ნებში მოქ­მე­დი მცი­რე და სა­შუ­ა­ლო სა­წარ­მოების, ფერ­მე­რუ­ლი მე­ურ­ნეობების მი­ერ წარ­მოებული რძის და თაფ­ლის პრო­დუქ­ტები, ქარ­თუ­ლი მატყლი,  რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დია – გა­ზე­თები და ტე­ლე­ვი­ზიები, უმსხვი­ლე­სი ქარ­თუ­ლი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი სა­წარ­მოს პრო­დუქ­ცი­ა, ბიზ­ნეს სა­კონ­სულ­ტა­ციო ფირ­მები და სოფ­ლის
მე­ურ­ნეობის სხვა­დასხვა ასო­ცი­ა­ციები.

სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ფო­ტო­კონ­კურ­სის „ცხოვ­რება სოფ­ლად“ ფი­ნა­ლის­ტთა ფო­ტოებიც.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე 8 მთა­ვარ მომხსე­ნებელ­თა შო­რის იყვნენ ჰელენ ბრედბერი - გან­ვი­თა­რების პრო­ფე­სი­ონ­ლი, თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავმჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე - მწე­რა­ლი, გი­ორ­გი ბაქ­რა­ძე - ეკო­ნო­მის­ტი და სხვები.

რო­გორც მერ­სი ქორ­ფსი-სა­ქარ­თვე­ლოს „მცი­რე კავ­კა­სი­ის ალი­ან­სების პროგ­რა­მის“ მე­დია  მე­ნეჯერ­მა ნო­ნა სამხარა­ძემ გა­ნაცხადა, ღო­ნის­ძიებაზე მოწ­ვე­ულ­მა საჯარო პი­რებმა და თა­ნა­მო­აზ­რე ადა­მი­ა­ნებმა სახელი­სუფ­ლებო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რებიდან, დი­დი ქა­ლა­ქებისა და პა­ტა­რა სოფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლებმა, რო­მელ­თათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებში მცხოვ­რები ქა­ლებისა და მა­მა­კა­ცების, გო­გო­ნებისა და ბიჭების კე­თილ­დღეობა, ისაუბრეს იმა­ზე, თუ რა­ტო­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თა­ნას­წო­რობა ჩვე­ნი ქვეყნის რე­გი­ო­ნების ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გაძ­ლი­ე­რების­თვის.

კონ­ფრენ­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი  იყო  ფო­ი­ე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­თა შო­რის იყო სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი მე­დი­ის ასო­ცი­ა­ცია.

ასო­ცი­ა­ცი­ის აღ­მას­რუ­ლებელი დი­რექ­ტო­რის, მა­ია მა­მუ­ლაშ­ვი­ლის განცხადებით, ასეთ გა­მო­ფე­ნა­ზე რე­გი­ო­ნუ­ლი გა­ზე­თების ექ­სპო­ზი­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნა იყო პირ­ვე­ლი მცდე­ლობა, რო­მე­ლიც აძ­ლი­ე­რებს ასო­ცი­ა­ცი­ის  როლს უშუ­ა­ლოდ სოფ­ლი­სა და ქა­ლა­ქების მცხოვ­რებთა ინ­ფორ­მი­რების მი­მარ­თუ­ლებით.

„ასო­ცი­ა­ცი­ის  თი­თო­ე­ულ წევრ გა­მო­ცე­მას, რო­მე­ლიც უტყუარ და  ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტებით მომ­ზა­დებულ პრო­დუქ­ცი­ას აწ­ვდის ად­გი­ლობრივ მო­სახლეობას, დი­დი წვლი­ლი შე­აქვს სოფ­ლი­სა თუ თე­მის გან­ვი­თა­რებაში.“

 

და­მა­ტებითი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ეწ­ვი­ეთ www.alcp.ge და SDC-ის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგვერდს www.eeg.ge

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2026 საავტორო უფლებები დაცულია