დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მილიონები პარლამენტის მიმდებარე ძველი კორპუსების „შეპუდვრისათვის“
2012/04/30 14:06:48

მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე არსებულ კორპუსებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებათ. საამისოდ ქუთაისის ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ 25 აპრილს, საკრებულოს რიგით 21-ე სხდომაზე, საფინანსო სამსახურის უფროსმა თემურ ცაგარეიშვილმა განაცხადა:

„პარლამენტის წინამდებარე საცხოვრებელი სახლების გალესვა, შებათქაშება, შეღებვისთვისა და  კეთილმოწყობისათვის  გამოიყო  თანხა,  რომლითაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება გალამაზებული.“

სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი. „P.S.“-თან საუბრისას მან განაცხადა, რომ ის აღნიშნული საკითხის საქმის კურსში არ არის:

„არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, დღეს მიიღო დადგენილება საკრებულომ და მეც უახლოეს მომავალში ვიქნები ინფორმირებული.“

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო კმაყოფილებას გამოხატავენ იქ მცხოვრებლები.

„ძალიან მიხარია, თუ ბინას გაგვილესავენ და გაალამაზებენ. აქამდეც იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა, თუ გააკეთებდნენ. ალბათ, ამდენი უცხოელები რომ  ჩამოვლენ პარლამენტში, ამისთვის ხდება: ხომ უნდა იყოს მოწესრიგებული დასახლება,“ - ასე ფიქრობს ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრები მანანა ხუბუა.

„რასაც კარგს გააკეთებენ და ჩვენს ბინას გაარემონტებენ გარედან, მაგას რა სჯობს! ძალიან გვიშველა ამ პარლამენტმა, მოკლედ, თუ არა, ავტოქარხანა მანამდე ვის ახსოვდა, ჩაოხრებული ვიყავით სულ,“ - აღნიშნავს გურამ კოჩივარი.

„წლებია, ამ ბინაში ვცხოვრობ და არავის არაფერი მიუმატებია და თუ რამეს გააკეთებენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. ისე, კი მიკვირდა პარლამენტი შენდება და ჩვენი ბინები ასეთ მდგომარეობაში ხომ არ იქნება-თქვა,“ - აცხადებს ლილი როხვაძე.

ჩვენი ინფორმაციით, მშენებარე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კორპუსების რეაბილიტირება უკვე დაწყებულია და რამდენიმე კვირაში ქუთაისური პარლამენტიც ფუნქციონირებას დაიწყებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია