დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად 22 ნოემბერს დაიწყება
2011/11/15 14:04:34

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობა ოფიციალურად  22 ნოემბერს დაიწყება.


როგორც "პირWელს" ქობალიამ განუცხადა, აეროპორტის მშენებლობის დასრულება მომავალი წლის სექტემბერში იგეგმება.

მისივე თქმით, ობიექტის მშენებლობა სახელმწიფო რესურსით განხორციელდება, თუმცა ეკონომიკის მინისტრმა კონკრეტული თანხის დასახელებისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა შემდგომში კოპიტნარის ეროპორტის პრივატიზება, ვერა ქობალიას თქმით, "აეროპორტს გამოცდილი ოპერატორი აუცილებლად სჭირდება".

"აუცილებელია, რომ ნორმალური ფუნქციონირებისთვის აეროპორტს გამოცდილი ოპერატორი ჰყავდეს. ჩვენს სწორედ ამ პროცესში ვართ ეხლა, რომ მის მართვაზე ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ", - განაცხადა ქობალიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ "ქუთაისის აეროპორტის" სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გაყიდვის შესახებ ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის 18 მარტს გამოაცხადა, თუმცა შემდეგ ობიექტის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე პრივატიზება "გადაიფიქრეს". 

ცნობისთვის, შპს "ქუთაისის აეროპორტი" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოა, რომელიც ქალაქ ქუთაისიდან 20 კილომეტრში მდებარეობს. იგი 35,5 ჰექტარ მიწის ნაკვეთსა და 2300 კვ.მ. შენობის ფართს მოიცავს. აეროპორტის ამჟამინდელი გადაზიდვის ტევადობა საათში 200 მგზავრს შეადგენს. მის ოპერირებას შპს "ქუთაისის აეროპორტი" ახორციელებს. 

აეროპორტი ყოველგვარი სეზონური შეფერხების გარეშე 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს.

pirWeli.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1715
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია