დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაგვის მანქანა აგვიანებს...
2011/11/14 14:20:23

რას გვპირდებიან დასუფთავების სამსახურში

ბოლო დროს ქუთაისის გარეუბნების მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს დასუფთავების პრობლემებთან დაკავშირებით. ისმის სხვადასხვა ქუჩის მცხოვრებთა პრეტენზიები იმის შესახებ, რომ შესაბამისი უწყების მანქანები მეტისმეტად დილაუთენია, ან ძალზე გვიან ცხადდებიან ადგილზე. ჩვენთან ამის თაობაზე კიბულის, მწვანეყვავილას, გელათის ქუჩების, ასევე საფიჩხიაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ისაუბრეს.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ქუთაისის დასუფთავების სამსახურის უფროსი ფრიდონ ბეშკენაძე შემდეგ განცხადებას აკეთებს:  „მე მესმის მოსახლეობის გულისწყრომა, პირადად ვუხდი მათ ბოდიშს  ამ გაუგებრობის გამო. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი „ზილის“ ტიპის ავტოტრანსპორტი, რომელიც, ცხადია, დროდადრო გამოდის მწყობრიდან. დაახლოებით ბოლო სამი კვირაა, რაც შეფერხებები გვაქვს და ეს კიდევ სამი კვირა გაგრძელდება. ხელისუფლებამ, როგორც არასდროს, დიდი ოდენობით თანხები გამოყო. გვყავს დასუფთავების ახალი მანქანები, ერთი მუშა როტოპრესი, სულ მალე მეორეც გვეყოლება. აბსოლუტურად გამოიცვალა მუშა-ტექნიკა, ყველაფერი არის ახალი, ახლახანს შევიძინეთ დამატებითი ნაგვის ურნები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს.

საერთოდ, სამუშაო რეჟიმი კვირაში ერთხელ სრულდება. მაგალითად, ავიღოთ გელათის ქუჩა. აქ მართლაც იყო გარკვეული პრობლემები. ზოგჯერ ხდება ისიც ,რომ ვიწრო ჩიხებში ვერ შედის დიდი როტოპრესი და უკმაყოფილებას ესეც იწვევს, მაგრამ ყველაფერი ეს არის მოგვარებადი. ვაპირებთ გარკვეული ღონისძიებების  გატარებას, ამისათვის ბიუჯეტიდან თანხები არის გამოყოფილი და მოსახლეობას ვპირდებით, რომ მსგავსი გაურკვევლობა აღარ იქნება.“

დასუფთავების სამსახურის უფროსმა ისიც აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება მოძველებული ე.წ. ბუნკერების გაუქმება, რომელიც დიდიხანია დისკომფორტს უქმნის ქალაქის მაღლივი კორპუსების მცხოვრებლებს.

ლიკა ჩახუნაშვილი   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1931
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია