დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ველობილიკებად ქცეული ღვარსადენები აღმაშენებლის გამზირზე
2011/10/24 12:19:47

„გარეთ გამოსვლა მეზარება, იმხელა, ტბასავით გუბეები დგება!“

ხელი­სუფ­ლება თანხებს არ იშუ­რებს იმის­თვის, რომ ქა­ლა­ქის იერ­სახე გა­ლა­მაზ­დეს: გა­ნახლდა ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრი, ოპე­რის თე­ატ­რის შე­ნობა, აგ­ვი­შე­ნეს ყინუ­ლის სახლი, დაგ­ვი­გეს ვე­ლობილი­კები (თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, ქუ­თა­ი­სე­ლები რო­დის აქეთ გახდნენ ვე­ლო­სი­პე­დით სე­ირ­ნობის მოყვა­რულ­ნი). ახლა კი­დევ მესხიშ­ვი­ლის სახელობის თე­ატრს უკე­თებენ რეს­ტავ­რა­ცი­ას, ანახლებენ ცენ­ტრა­ლურ მო­ე­დანს და ა.შ და ა.შ.

მოკ­ლედ, თუ ჩვენს პრე­ზი­დენტს მო­ვუს­მენთ, ქუ­თა­ი­სი სულ წინ მი­ი­წევს, მხოლოდ ფრთების გა­მოსხმა გვაკ­ლი­ა, თო­რემ, სა­და­ცაა, ავ­ფრინ­დებით.

ვინც ქუ­თა­ის­ში არ ცხოვ­რობს და მხოლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ით უნახავს ჩვენს ქა­ლაქ­ზე გა­და­ღებული კლი­პი ან მო­უს­მე­ნია პრე­ზი­დენ­ტის­თვის, სრუ­ლი­ად შე­საძ­ლებელია, ისე­თი წარ­მოდ­გე­ნა შე­ექ­მნას, თით­ქოს ერ­თი პა­რი­ზი საფ­რან­გეთ­შია და მე­ო­რე - აქ, ქუ­თა­ის­ში. მაგ­რამ მწა­რე რე­ა­ლობა სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როა და პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ დახატუ­ლი დი­ა­დი მო­მა­ვა­ლი აქ მცხოვ­რებთათ­ვის არც თუ ისე ლა­მა­ზად ისახება, რო­გორც ამას გვპირ­დებიან.

ზე­მო ხსე­ნებული „მიღ­წე­ვები“, ალბათ, მარ­თლაც კარ­გი და ლა­მა­ზი იქ­ნებოდა, ისე ხარისხია­ნად რომ იყოს გა­კე­თებული, რო­გორც ამას ტე­ლევ­ზი­ით გვიჩ­ვე­ნებენ.

 ამის კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თია და­ვით აღ­მა­შე­ნებლის გამ­ზირ­ზე ექ­ვსი-შვი­დი თვის წინ გა­კე­თებული ვე­ლობილი­კები. იმ­დე­ნად „ხარისხია­ნად“ აქვთ გა­კე­თებული, რომ წით­ლად გა­და­ღებილ ბილი­კებს ფე­რი უკ­ვე გა­დას­დით. მაგ­რამ მარ­ტო ეს რომ იყოს პრობლე­მა და მშე­ნებლობისას დაშ­ვებული ხარ­ვე­ზი, რა გვი­ჭირს. იქ მცხოვ­რებ მო­სახლეობას სულ სხვა გა­სა­ჭი­რი ად­გას - ეს პრო­ექ­ტში გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებელი ღვარ­სა­დე­ნებია.

წვი­მი­ან ამინ­დში ვინც მოხვედ­რილხართ და­ვით აღ­მა­შე­ნებლის გამ­ზირ­ზე, ალბათ, შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ საკ­მა­ოდ დი­დი გუბეები. საქ­მე ისა­ა, რომ ვე­ლობილი­კების და­გებისას, ცენ­ტრა­ლურ გზა­სა და ვე­ლობილი­კებს შო­რის ღვარ­სა­დე­ნების­თვის ად­გი­ლი არაა და­ტო­ვებული, რაც წვი­მი­ან ამინ­დში გუბეების პრობლე­მას ქმნის.

 ამას­თან და­კავ­ში­რებით აღ­მა­შე­ნებლის გამ­ზირ­ზე მცხოვ­რებლებმა ჩვენ­თან საუბარ­ში გა­ნაცხადეს:

რე­ზო ბან­ძე­ლა­ძე: „რა­ნა­ი­რი გა­კე­თებული­ა, ბაბუ, აბა, ეს?! მოხუცი ვარ და ჩე­მი გამ­ჭირ­ვებია, ისე­დაც ძლივს დავ­დი­ვარ. წვი­მა­ში კი გა­რეთ გა­მოს­ვლა მე­ზა­რება, ისე ვარ, იმხელა, ტბასა­ვით გუბეები დგება. თუ აკე­თებდნენ, წე­სი­ე­რად მა­ინც გა­ე­კე­თებინათ.“

 

ნა­თე­ლა, 73 წლის: „ცო­ტა ხნის კი არ ვარ, შვი­ლო, ღვარ­სა­დე­ნები 40-50 წლის წი­ნათ იყო და ჩა­დი­ო­და ნაწ­ვი­მა­რი წყალი. იმის მე­რე ისე ამო­კე­ტეს ყვე­ლა­ფე­რი, გა­და­ასხეს ას­ფალ­ტი და დად­გება წყალი, აბა რას იზამს?!“

ქალბატო­ნი, რო­მელ­მაც ვი­ნაობა არ გაგ­ვიმხილა: „არ ვი­ცი, ვერ გეტყვით ვე­რა­ფერს. ახლა ინ­ტრიგ­ნობას ვერ და­ვიწყებ. სულ არ ვაქ­ცევ ყურად­ღებას. რაც უნ­დათ, ის უქ­ნი­ათ.“

შო­თა, 46 წლის: „ვე­ლობილი­კების სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი არ მაქვს, მაგ­რამ უნ­და გა­ე­კე­თებინათ ეს ისე, რომ მე­რე ჩვენ, მო­სახლეობას არ შეგ­ვქმნო­და პრობლე­მა. წვი­მა­ში ეს გუბეები ამ გა­კე­თებულ ვე­ლობილი­კებსაც აუშ­ნო­ვებს და ჩვენც გვა­წუხებს.“

გუ­რამ აბულა­ძე: „ეს ღვარ­სა­დე­ნები სწო­რედ პრო­ექ­ტის შექ­მნი­სას უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნებინათ. ახლა რა­ღა ეშ­ვე­ლება უკ­ვე გა­კე­თებულ საქ­მეს. ჩვენ რაც არ უნ­და პრო­ტეს­ტი გა­მოვ­თქვათ ჩვენ გა­მო არა­ვინ არ აყრის ამ გზას და ხელახლა არ და­ა­გებენ.“

ამ პრობლე­მას­თან და­კავ­ში­რებით ვე­საუბრეთ ქა­ლა­ქის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­როსს, რო­მელ­მაც ჩვენ­თან თა­ვი იმით იმარ­თლა, რომ ის ახლად­და­ნიშ­ნუ­ლია და ეს ვე­ლობილი­კები მი­სი წი­ნა­მორბედის ან­დრო მაღ­ლა­კე­ლი­ძის დროს გა­კეთ­და.

ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლი, კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­რო­სი: „ძა­ლი­ან ცუ­დი­ა, რომ ამა­ზე მე მი­წევს კო­მენ­ტა­რის გა­კე­თება. სამ­წუხაროდ, ბევრს ვე­რა­ფერს გეტყვით, მე არც ის პრო­ექ­ტი მი­ნახავს, არც მი­ღება-ჩაბარების აქ­ტზე მო­მი­წე­რია ხელი. მაგ­რამ შე­მიძ­ლია გითხრათ, რომ თუ­კი რა­ი­მე ხარ­ვე­ზი არ­სებობს, თა­ვის­თა­ვად, ვიზ­რუ­ნებთ მის გა­მოს­წო­რებაზე.“

თუმ­ცა ნაკ­ლებად სარ­წმუ­ნოა უკ­ვე და­გებული ვე­ლობილი­კის აყრა, ღვარ­სა­დე­ნების გა­კე­თება და ხელახლა ბილი­კის და­გება. რო­გორც ჩანს, აღ­მა­შე­ნებელის მცხოვ­რებლებს კვლავ მო­უ­წევთ „ხმე­ლეთ­ზე ცურ­ვა.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1632
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია