დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისი ციგურებზე
2011/10/24 12:17:36

„ქა­ლაქს შია, მთავ­რობა კი ხან სი­ლი­კო­ნის, ხან კი­დევ - ყინუ­ლის მო­ედ­ნებს გვიხსნის“

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 15  ოქ­ტომბერს ქუ­თა­ის­ში, ბუხაი­ძი­სა და ჯავახიშ­ვი­ლის ქუ­ჩების გა­დაკ­ვე­თა­ზე, სპორ­ტულ-გა­მაჯან­სა­ღებელი ყინუ­ლის მო­ე­და­ნი გახსნა. 600 კვად­რა­ტულ­მეტ­რი­ა­ნი, თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტებით აშე­ნებული ყინუ­ლის მო­ე­დან­ზე გა­კე­თებულია საშხაპეები, გა­სახდე­ლები, ტრე­ნაჟორების დარბაზი და მა­საჟის კაბინე­ტიც. სა­მუ­შა­ოები მიმ­დი­ნა­რე წლის აპ­რილ­ში და­იწყო და სექ­ტემბრის ბოლოს უნ­და დას­რუ­ლებულიყო. იმის გა­მო, რომ ქუ­თა­ის­ში ვერ­ცერ­თი, ყინულ­ზე მოს­რი­ა­ლე ახალ­გაზ­რდა ვერ მო­ი­ძებნა, ცე­რე­მო­ნი­ალს ზუგ­დი­დი­სა და ბათუ­მის ყინუ­ლის სახლის უკ­ვე გა­მოც­დი­ლი მო­ცი­გუ­რა­ვეები ეს­წრებოდ­ნენ. 

„ქუ­თა­ი­სის კლი­მა­ტუ­რი პი­რობების გა­მო, მსგავ­სი ტი­პის სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სები ბავ­შვებში რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი პრობლე­მების გა­დაჭ­რას შე­უწყობს ხელს... ეს არის ჩე­მი და ამ ბავ­შვების ას­რუ­ლებული ოც­ნება.  რამ­დე­ნი­მე  წლის წინ მხოლოდ თბილის­ში იყო ყინუ­ლის მო­ე­და­ნი, ახლა კი რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­შია უკ­ვე, რაც ძა­ლი­ან მიხარია,“ - გა­ნაცხადა მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

რა ციფ­რებითაა გა­მოხატუ­ლი ყინუ­ლის მო­ედ­ნის ხარჯები?

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის ახალ­მა უფ­როს­მა ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვილ­მა (რო­მელ­მაც ამ თა­ნამ­დებობაზე ან­დრო მაღ­ლა­კე­ლი­ძე ჩა­ა­ნაც­ვლა), ასე აგ­ვიხსნა:

„ყინუ­ლის მო­ედ­ნი­სათ­ვის თავ­და­პირ­ვე­ლად 650 000 ლა­რი გა­მოიყო, თუმ­ცა შემ­დეგ კვლავ გა­მო­ვაცხადეთ ტენ­დე­რი ვინ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა­ზე, რად­გან ქუ­თა­ის­ში სულ სხვა კლი­მა­ტია. ეს ტენ­დე­რი იმა­ვე ფირ­მამ მო­ი­გო და ამის­თვის 50 000 ლა­რი გა­მოვყავით. ასე რომ, ერ­თი­ა­ნობაში, ყინუ­ლის მო­ედ­ნი­სათ­ვის 700 000 ლა­რი დაიხარჯა.“

რა პერ­სპექ­ტი­ვა აქვს ჩვენს ქა­ლაქ­ში ყინუ­ლის მო­ე­დანს?

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, სპორ­ტის, გა­ნათ­ლების, ძეგ­ლთა დაც­ვი­სა და ახალ­გაზ­რდობის სა­ქა­ლა­ქო სამ­სახურის უფ­რო­სი თე­მურ ცამ­ციშ­ვი­ლი ასე გან­გვი­მარ­ტავს:

„4-დან 16 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებისათ­ვის უფა­სო ჯგუ­ფები იქ­ნება, ხოლო 16 წლის შემ­დეგ - მოყვა­რუ­ლი ჯგუ­ფები. ჩვენ ჩა­მო­ვიყვა­ნეთ ოთხი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებელი ქვეყნის სხვა­დასხვა რე­გი­ო­ნი­დან, რომ­ლებიც სრი­ალს ას­წავ­ლი­ან იქ მი­სულ ბავ­შვებს.“

ნამ­დვი­ლად დიდ ფუ­ფუ­ნებაში არი­ან ქუ­თა­ი­სე­ლი ბავ­შვები, რად­გან მა­თი გახალი­სება და გა­მოჯან­მრთე­ლება უკ­ვე მე­ო­რედ ახსენ­დებათ...

დაახლოებით ერ­თი წლის წინ, მარ­თა­ლია, თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა არა, მაგ­რამ მხარი­სა და ქა­ლა­ქის პირ­ველ­მა პი­რებმა გახსნეს ქუ­თა­ის­ში, ახალ­გაზ­რდობის პარ­კში, პლას­ტმა­სის (სი­ლი­კო­ნის) მო­ე­და­ნი. მა­ში­ნაც გვარ­წმუ­ნებდნენ, რომ ეს იყო მსოფ­ლი­ო­ში ინო­ვა­ცი­უ­რი და ყვე­ლა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლი, ხელოვ­ნურ­სა­ფა­რი­ა­ნი პლას­ტმა­სის მო­ე­და­ნი. მა­თი თქმით, იგი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლობაში იმუ­შა­ვებდა  და სწავ­ლის მსურ­ვე­ლებს ინ­სტრუქ­ტო­რებიც ეყოლებოდათ. სამ­წუხაროდ, 24 სა­ა­თის ნაც­ვლად პლას­ტმა­სის მო­ე­და­ნი მხოლოდ შუ­ად­ღის სა­მი სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს შვი­დამ­დე, ანუ ოთხი სა­ა­თის გან­მავ­ლობაში მუ­შაობდა, ხოლო, რაც შეეხება ინ­სტრუქ­ტო­რებს, ისი­ნი სა­ერ­თოდ არ გა­მო­ჩე­ნი­ლან! ცი­გუ­რებზე შემ­დგა­რი ბავ­შვები კი პლას­ტმა­სის მო­ე­დან­ზე მა­ღალ­ქუს­ლი­ან ფეხსაც­მელ­ზე  შემ­დგა­რი ქალბატო­ნებივით დაბაკუ­ნებდნენ და სრი­ა­ლის სურ­ვი­ლის შემთხვე­ვა­ში, იქ­ვე, პლას­ტმა­სა­ზე და­ე­ნარცხებოდ­ნენ ხოლ­მე. ალბათ, გა­გიკ­ვირ­დათ, თუ რა­ტომ ვსაუბრობ წარ­სულ დრო­ში მო­ე­დან­ზე, რო­მე­ლიც სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ქა­ლა­ქი­სა და მხარის პირ­ველ­მა პი­რებმა დი­დი ზარ-ზე­ი­მით გახსნეს  და მას­ზე ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან  480000 ლა­რი გა­მოიყო!

საქ­მე ისაა, რომ ქუ­თა­ის­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე კეთ­დება, სი­ო­მაც არ უნ­და დაუბეროს, თო­რემ თეთ­რი ხიდი აღარ გვექ­ნება და აღარც მზემ უნ­და  ჩა­მო­აღ­წი­ოს ამ და­ლოც­ვილ დე­და­მა­მი­წამ­დე, თო­რემ მის სხივებს ჩვე­ნი  ინო­ვა­ცი­უ­რი პლას­ტმა­სის მო­ე­და­ნი შე­ე­წი­რება. აკი ასეც მოხდა: თავ­და­პირ­ვე­ლად გალ­ღვა და შემ­დეგ, არც მე­ტი - არც ნაკ­ლები, ბუშ­ტი­ვით გაიბერა. 600 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის პლას­ტმა­სის მო­ე­დან­ზე ცი­გუ­რებით სრი­ალს ვე­ღარ შეძ­ლებ, თუმ­ცა, თუ ბორ­ცვი­ან ად­გი­ლებში სი­ა­რუ­ლი გი­ზი­დავს, ნამ­დვი­ლი მის­წრებაა, რად­გან გაბერი­ლი პლას­ტმა­სა აღარ და­ი­ფუ­შა და ქუ­თა­ი­სის ცენ­ტრში, მოს­წავ­ლე­თა პარ­კში, 600 კვად­რა­ტუ­ლი  მეტ­რის გო­რაკ-ბორ­ცვი­ა­ნი ფარ­თი იშ­ვა! 480 000 ათა­სი ლა­რი კი ქარ­მა წა­ი­ღო თქვენს ჭირ­თან ერ­თად.

ამას­თან და­კავ­ში­რებით რა­ღას გვეტყვი­ან კე­თილ­მოწყობის სამ­სახურ­ში?

ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვი­ლი: „ხელოვ­ნურ სა­ფა­რი­ან მო­ე­დანს მარ­თლაც აქვს რა­ღაც ხარ­ვე­ზები, რომ­ლის გა­მოს­წო­რებაც წელს არ იგე­გე­მება. თუმ­ცა, კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც ეს სა­მუ­შა­ოები შე­ას­რუ­ლა, თა­ვი­სი სა­გა­რან­ტიო ვა­და აქვს და აუ­ცი­ლებლად შე­ვა­კე­თებინებთ, ალბათ - მო­მა­ვა­ლი წლი­სათ­ვის.

საუბრი­სას კე­თილ­მოწყობის სამ­სახურის უფ­რო­სის მდი­ვა­ნი შე­მოგ­ვეს­წრო, რო­მე­ლიც ძვე­ლი უფ­რო­სის მდი­ვა­ნიც გახლდათ, ამი­ტომ საქ­მე­ში, შე­და­რებით, გარ­კვე­უ­ლია. მას წა­მოს­ცდა: პრო­ექ­ტის ფარ­გლებში ხელოვ­ნურ სა­ფა­რი­ა­ნი მო­ე­და­ნი უნ­და გა­დახურუ­ლიყო, რად­გან მზის სხივებს ვერ გა­უძ­ლებდაო...

მდი­ვანს სცოდ­ნია, თუმ­ცა მშე­ნებლებისა რა მო­გახსე­ნოთ!

რას ფიქ­რობს ოპო­ზი­ცია?

„რო­ცა ადა­მი­ანს შია, ცო­ტა რთუ­ლია, გა­მოხვი­დე და ყინუ­ლის მო­ე­დან­ზე ის­რი­ა­ლო. ჩვენ­მა მთავ­რობამ ვერ გა­ი­გო, რომ ქა­ლა­ქი მში­ე­რია და მის­თვის სხვა რა­ღა­ცები უფ­რო პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია. საკ­რებულოს სხდო­მა­ზე ნაც. მოძ­რაობის წევ­რებს მივ­მარ­თე - იქ­ნება თუ არა ეს ახალი ყინუ­ლის მო­ე­და­ნი რენ­ტაბელუ­რი, თუმ­ცა, რო­გორც გა­ვი­გე, ის უფა­სო იქ­ნება. ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლა­ქის მე­რი­ას ყოველ­წლი­უ­რად  600 000 ლა­რი დაუჯდება ყინუ­ლის მო­ედ­ნის მოვ­ლა. რაც შეეხება მოს­წავ­ლე­თა პარ­კში გახსნილ სი­ლი­კო­ნის მო­ე­დანს, ის ცო­ტა ნაკ­ლები უღირს ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობას, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე თვე­ში სი­ლი­კო­ნი­ან მო­ე­დან­ზე არა­თუ სრი­ა­ლი, არა­მედ სი­ა­რუ­ლიც კი აღარ შე­იძ­ლებოდა,“ - გა­ნაცხადა  ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტების თავმჯდო­მა­რემ და­ვით დვალ­მა.

***

ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში ყინუ­ლი­სა თუ პლას­ტმა­სის (სი­ლი­კო­ნის) მო­ედ­ნის­თვის ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან სულ 1 140 000 ლა­რი გა­მოიყო...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1815
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია