დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ფული- ქვეყნის ისტორია
2011/06/13 13:10:31

„ფულის ისტორია - ქვეყნის ისტორიაა“, ეს ისტორია კი, უბრალოდ, ლითონის ნატეხებში შეიძლება დავინახოთ და ამოვიკითხოთ. ამ ლითონებს მონეტები ჰქვია. მონეტებს ისტორიის დამხმარე დისციპლინა, ნუმიზმატიკა შეისწავლის.

წარსული დროის  უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების - მონეტების გამოფენა მოეწყო ამ დღეებში ქუთაისში, ოქროს ჩარდახში. ადგილი სიმბოლურად შეირჩა, რადგან ამ ადგილზე თურმე ადრე სამეფო ხაზინა არსებობდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 130 ქვეყნის ფულის ერთეული, 7000-მდე ექსპონატი, ფაქტობრივად, კაცობრიობის ისტორია, დაწყებული ანტიკური ხანიდან დღევანდლამდე. მნახველს ჰქონდა საუკეთესო შანსი, ენახა უნიკალური ფულის ერთეულები, რომლებიც მხოლოდ  კერძო კოლექციონერების საკუთრებაა. მაგალითად, ძველი რომაული სესტერციები, კოლხური თეთრი, თამარ მეფის დროინდელი მონეტები... ისეთი სახელმწიფოების ფული,  დღეს რომ აღარ არსებობენ... ფაშისტური გერმანია, პართია, მე-20 საუკუნეში შექმნილი იუგოსლავია,  საბჭოთა კავშირი.

საინტერესოა, რომ ქუთაისი თავის დროზე თავად ჭრიდა ფულს, ამიტომ არსებობდა ქუთაისის ფული, ტყიბულის ფული, რომელიც მოქმედებდა მხოლოდ ამ ქალაქებში. სპარსეთში ყოფილა ხურდის დაბრუნების ძალიან საინტერესო წესი - მონეტას ატეხავდნენ მცირე ნაწილს, ამიტომ გამოფენილი იყო  გვერდჩამოტეხილი მონეტები.

გამოფენა ნუმიზმატთა კლუბის  „კოლხური თეთრი“-ს ინიციატივით მოეწყო, მხარდამჭერი ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდული საქმეების საქალაქო სამსახური იყო.

დამთვალიერებლები - კერძო კოლექციონერები, მეცნიერები,  საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.  მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთიდან, ეგვიპტიდან, ჩინეთიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან ჩამოსულებიც.

მონეტების მრავალფეროვნება და სიუხვე კიდევ ერთხელ ამტკიცებს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1740
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია